ლაზარეს გმირად
გამოცხადებამ შვა გიორგი
მინდაძის თუ სხვა პირების
მხრიდან ჩადენილი
ძალადობრივი აქტები. ეს
ასეა - თუ ადამიანს შეუქებ
რაიმე ქმედებას, ის ამას
აუცილებლად გაიმეორებს. თუ
პოლიციელის ცოცხლად
დაწვას გმირობად
გამოაცხადებ და ჩამდენიც
დაუსჯელი დარჩება, იმავეს
გაკეთების სურვილი სხვა
ახლაგაზრდასაც გაუჩნდება,-
წერს „ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ წევრი, ვატო
შაქარიშვილი სოციალურ
ქსელში.შაქარიშვილის
განცხადებით, ქვით,
მოლოტოვის კოქტეილით,
პიროტექნიკითა, თუ სხვა
საგნებით პოლიცილის
დასახიჩრების
რომანტიზება, თავად ამ
დანაშაულზე უფრო დიდი
დანაშაულია და აგენტურული
ქსელი ამას შეგნებულად
აკეთებს, რათა დაუსჯელობის
სინდრომი შენარჩუნდეს, ან
კიდევ უფრო მძიმე
დანაშაულის ჩადენისკენ
უბიძგონ. „ლაზარეს გმირად
გამოცხადებამ შვა გიორგი
მინდაძის თუ სხვა პირების
მხრიდან ჩადენილი
ძალადობრივი აქტები. ეს
ასეა - თუ ადამიანს შეუქებ
რაიმე ქმედებას, ის ამას
აუცილებლად გაიმეორებს. თუ
პოლიციელის ცოცხლად
დაწვას გმირობად
გამოაცხადებ და ჩამდენიც
დაუსჯელი დარჩება, იმავეს
გაკეთების სურვილი სხვა
ახლაგაზრდასაც
გაუჩნდება.2024 წლის
ნოემბერ-დეკემბრის
რევოლუციურ პროცესებში,
წინა წლის მარტის
მოვლენებთან შედარებით
ძალადობის მასშტაბები
გაიზარდა. დაფინანსების
მატებასთან, წინასწარ
ტრენინგებთან და სხვა
ფაქტორებთან ერთად ეს,
წარსულში ანალოგიური
დანაშაულის მისაბაძ
ქმედებად მონათვლამ, ტაშის
დაკვრამ და დაუსჯელობის
სინდრომმა განაპირობა.
მივიღეთ კიდევ უფრო მეტი
აგრესიული ახალგაზრდა,
მეტი დაშავებული
პოლიციელი და უმართავი
პროცესები, სადაც მაღალი
იყო რისკი, რომ ყველაფერი
მსხვერპლით
დასრულებულიყო, რაც
დამკვეთების მთავარ
მიზანს წარმოადგენდა. ქვით,
მოლოტოვის კოქტეილით,
პიროტექნიკით, თუ სხვა
საგნებით პოლიცილის
დასახიჩრების
რომანტიზება, თავად ამ
დანაშაულზე უფრო დიდი
დანაშაულია! აგენტურული
ქსელი ამას შეგენებულად
აკეთებს, მათ სურთ, რომ
აქამდე გაბატონებული
დაუსჯელობის სინდრომი
შენარჩუნდეს და კიდევ უფრო
მეტ ახალგაზრდას უბიძგონ
მსგსვსი ან უფრო მძიმე
დანაშაულის ჩადენისკენ,
იქნებ ვინმემ გაისროლოს
კიდეც... ხომ ყველას
გვახსოვს, „მაკკეინის
ინსტიტუტის“ ანუ
დამკვეთების გაოცება იმით,
რომ მიუხედავად
მასშტაბური ძალადობისა,
მსხვერპლი ვერ მიიღეს...
მშობელი იქნება თუ სხვა
ადამიანი, თუ ვინმეს
ნამდვილად შესტკივა გული
ამ ახალგაზრდებზე,
პრეტენზია უნდა წაუყენოს
პაველ ჰერჩინსკის, პიტერ
ფიშერს, სხვა უცხოელ
აქტორებს და მათ მიერ
მართულ ქართველ აგენტებს,
რადგან ამ
ბოროტმოქმედების და ჩვენი
ქვეყნის მტრების
დაფინანსებული,
ორგანიზებული და
წახალისებულია მათი
შვილების მიერ ჩადენილი
დანაშაულებრივი
ქმედებები!“,-წერს
შაქარიშვილი. ცნობისთვის,
პროკურატურამ გიორგი
მინდაძეს ბრალი სისხლის
სამართლის კოდექსის 353-ე
პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით წარუდგინა, რაც
პოლიციელზე თავდასხმას
გულისხმობს. სასამართლომ
პოლიციელზე თავდასხმაში
ბრალდებულ გიორგი
მინდაძეს 5 წლით
თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.