რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი ქადაგიშვილმა
სომხეთის რესპუბლიკის
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან აშოტ
სმბატიანთან შეხვედრა
გამართა.შეხვედრაზე
მხარეებმა ორ ქვეყანას
შორის არსებული
ურთიერთობები მიმოიხილეს
და საპარლამენტო
თანამშრომლობის
მიმართულებებზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ
და სომხეთის ელჩმა როგორც
საკანონმდებლო ორგანოებს,
ასევე სახელმწიფოთა შორის
სხვადასხვა სფეროში
თანამშრომლობის
მნიშვნელობას გაუსვეს
ხაზი. აღინიშნა, რომ
ორმხრივ და რეგიონული
მასშტაბის საკითხებზე
სასაუბროდ
მნიშვნელოვანია, რომ
მუდმივი კონტაქტი და
აქტიური კომუნიკაცია
არსებობდეს.შეხვედრაზე
აშოტ სმბატიანმა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ორი ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოს
კომიტეტებს შორის
თანამშრომლობის
გაღრმავების მიზნით,
საქართველოს პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის დელეგაციის
ერევანში სამუშაო ვიზიტის
გამართვის წინადადება
გააცნო. ირაკლი
ქადაგიშვილი დიპლომატის
ინიციატივას მიესალმა და
სომეხ კოლეგებთან
შეხვედრის გამართვის
მზადყოფნა
გამოთქვა.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.