რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი ელენე
ხოშტარიასთვის რუსეთიდან
დაფინანსების გაზრდის
საკითხს ეხმიანება და
აღნიშნავს, რომ ძალიან
ბევრის ინტერესში არ შედის
ის, რომ საქართველოს ჰყავს
ხელისუფლება, რომელიც
ქვეყანაში სტაბილურობას
ინარჩუნებს.„ის, რომ
საქართველოს ჰყავს
ხელისუფლება, რომელიც
ინარჩუნებს სტაბილურობას,
ინარჩუნებს მშვიდობას
ქვეყანაში, ინარჩუნებს
ქვეყნის განვითარებისთვის
და ეკონომიკური
განვითარებისთვის
სხვადასხვა
მიმართულებებიდან
ინვესტიციების მოზიდვას,
ძალიან ბევრის
ინტერესებში არ შედის. მათ
შორის, მათ ინტერესებში,
ვინც 250 000 დოლარს ურიცხავს
ქუჩის პროტესტის და
გადატრიალების ყველაზე
აქტიურ ანტირუსულ
მოვლენას. 250 000 დოლარი
გესმით თქვენ რა თანხა
არის? და ეს ყველაფერი
მართლდება იმით, რომ მართლა
გენიალურმა ქართველმა
სასცენო მხატვარმა თავის
დროზე ერთი 60 წლის წინ
საბჭოთა კავშირში
დეკორაციები შექმნა
ერთ-ერთი პიესისათვის და
ყოველთვიურად ათასობით და
ახლა 250 ათასი დოლარი
მიიღეს“, - განაცხადა
ქადაგიშვილმა.„ქრონიკის“
ინფორმაციით, ელენე
ხოშტარიას რუსეთიდან
დაფინანსება გაეზარდა.
მხოლოდ აპრილის თვეში მის
ოჯახს 250 000 დოლარამდე
ჩაერიცხა. ხოშტარიების
ოჯახი „ქრონიკის“
სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს.