ეს არის მართლაც რეალური
ინვესტიცია, რომელიც
საქართველოს განვითარების
ახალ ეტაპზე გაიყვანს, -
განაცხადა რეგიონული
პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ირაკლი ქადაგიშვილმა 6
მილიარდიან
ინვესტიციასთან
დაკავშირებით.„ეს არის
მართლაც რეალური
ინვესტიცია, რომელიც
საქართველოს განვითარების
ახალ ეტაპზე გაიყვანს.
ესოდენ ფართომასშტაბიანი
ინვესტიციის
განხორციელება იქნება
დამატებითი სტიმული სხვა
ინვესტორებისათვის
საქართველოში
ინვესტიციების უფრო მეტად
შემოდინებისათვის.
33-წლიანი დამოუკიდებლობის
ისტორიის პირობებში, ჩვენ
ევროკავშირისგან რეალური
ინვესტიცია რასაც
ეკონომიკაში ინვესტიცია
ჰქვია, არ მიგვიღია. ეს არის
მართლაც დიდი და
უპრეცედენტო შემთხვევა“, -
აღნიშნა
ქადაგიშვილმა.საქართველოში
მსოფლიოში ცნობილი - Emaar
ჯგუფის შემოსვლით
ხელისუფლება და
ეკონომისტები მრავალმხრივ
დადებით ეფექტს ელიან.
ახალი სამუშაო ადგილები,
მეტი ტურისტი,
საინვესტიციო რუკაზე უფრო
თვალსაჩინო ადგილი და
ეროვნული ვალუტის
გამყარებაც.