ირაკლი რუხაძე ნარჩენი საბურავების საწვავად გამოყენების პროექტზე: ეს კარგია გარემოს დაცვის კუთხითაც და ჩვენთვისაც, რადგან ენერგიის მისაღებად დამატებითი მასალაა

Primetime.ge 2 თვის წინ 130
ირაკლი რუხაძე ნარჩენი საბურავების საწვავად გამოყენების პროექტზე: ეს კარგია გარემოს დაცვის კუთხითაც და ჩვენთვისაც, რადგან ენერგიის მისაღებად დამატებითი მასალაა
ეს კარგია გარემოს დაცვის კუთხითაც და ჩვენთვისაც, რადგან ეს ჩვენთვის დამატებითი მასალაა ენერგიის მისაღებად, - განაცხადა Hunnewell Partners-ის პარტნიორმა, ირაკლი რუხაძემ ნარჩენი საბურავების საწვავად გამოყენების პროექტის შესახებ.„მოხდეს ამ საბურავების შეგროვება, რომლებიც ყველას გვაწუხებს, ხან სად ვხადევთ, ხან - სად მიყრილ-მოყრილს. ეს ღუმელი ადის თითქმის 1700 გრადუსამდე და გვაქვს საშუალება, რომ ამ ღუმელში ამ საბურავების წვაც მოხდეს. რა უნდა ვუყოთ ამ საბურავებს, არის დიდი პრობლემა, ალტერნატიული გზები ამ საბურავების მოშორებისა, არის ძვირი და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს კარგია გარემოს დაცვის კუთხითაც და ჩვენთვისაც, რადგან ეს ჩვენთვის დამატებითი მასალაა ენერგიის მისაღებად”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტი წარმოადგინა. კომპანიის გენერალური დირექტორის, დავით ჯუღაშვილის თქმით, ტექნოლოგია უკვე აპრობირებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება როგორც „ჰაიდელბერგ ცემენტის“, ასევე სხვა კომპანიების კუთვნილ ცემენტის ქარხნებში.პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროექტს უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება და საერთო ჯამში, გარემოზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს - ჩანაცვლდება ძვირად ღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - შემცირდება ნახშირორჟანგის გაფრქვევა ატმოსფეროში და შესაძლებელი იქნება ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენცია. 
სრულად წაიკითხეთ სტატია