ბადრი პატარკაციშვილი იყო
ძალიან ჭკვიანი ადამიანი,
გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და
ყოველთვის ამ ქვეყნის
კარგი უნდოდა, - განაცხადა
„იმედის“ მფლობელმა
ირაკლი რუხაძემ „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელ
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“
სხდომაზე.როგორც ირაკლი
რუხაძემ აღნიშნა, ბადრი
პატარკაციშვილის
გარდაცვალება მისთვის
უზარმაზარი დანაკარგი
იყო.„ობიექტური
შემფასებელი ვერ ვიქნები,
რადგან ძალიან მიყვარდა
ბადრი პატარკაციშვილი და
უზარმაზარი დანაკარგი იყო
ჩემთვის მისი
გარდაცვალება. ბადრი
პატარკაციშვილი იყო
ძალიან ჭკვიანი ადამიანი,
გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და
ყოველთვის ამ ქვეყნის
კარგი უნდოდა.როდესაც ჩვენ
ინვესტიციებს ვაკეთებდით,
ბადრო ამ ინვესტიციებს
ყოველთვის უყურებდა
საქართველოში რა უნდა იყოს
კარგი. ყოველთვის
ვეუბნებოდი, ან პოლიტიკაში
უნდა იყო ან - ბიზნესში. ბოლო
ბოლო, ყველაფერი გადადო
იმედის“ გამო და მგონია,
რომ ის „იმედს“ გადაჰყვა.
ეს იყო ბადრის
გადაწყვეტილება, რომელიც
მან მიიღო მაშინ, როდესაც
თქვა, რომ „იმედი“ არ
იყიდება. ამ
გადაწყვეტილებიდან 6 თვეში
მკვდარი იყო. ეს
გადაწყვეტილება იმდენად
მიუღებელი იყო იმ
მანქანისთვის, რომელიც ამ
ქვეყანას მართავდა,
მიიყვანეს იქამდე, რომ ის
გარდაიცვალა. მე არ მგონია,
რომ ბადრი მოკლეს, იქამდე
მიიყვანეს, რომ მოკვდა“, -
აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.