დღეიდან იწყება
საქართველოს მთავრობის
მეთაურის ოფიციალური
ვიზიტი ალბანეთში.
ევროპული საბჭოს,
ევროკომისიის,
ევროპარლამენტის
პრეზიდენტები, გერმანიის
კანცლერი, საფრანგეთის
პრეზიდენტი, დიდი
ბრიტანეთის პრემიერი და
კიდევ 40-ზე მეტი
სახელმწიფოს ლიდერი დღეს
ალბანეთის დედაქალაქში
ევროპული პოლიტიკური
გაერთიანების რიგით
მეექვსე სამიტზე
შეიკრიბებიან.ირაკლი
კობახიძე სამიტში
მონაწილეობას ევროპული
საბჭოს პრეზიდენტის
მიწვევით მიიღებს.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ასევე
მონაწილეობას მიიღებს
მრგვალი მაგიდის ფორმატში
გასამართ
დისკუსიაში.ტირანას
სამიტის მთავარი თემა
უკრაინის ომია, თუმცა
ლიდერები ასევე
ისაუბრებენ კონტინენტის
ეკონომიკურ
უსაფრთხოებაზე,
არალეგალურ მიგრაციაზე და
ევროპის ენერგეტიკულ
გამოწვევებზე.