ჩვენ ძალიან ვაფასებთ
უნგრეთის მხარდაჭერას
საქართველოს ევროპული
ინტეგრაციისადმი და
რეგიონული მშვიდობისა და
სტაბილურობისადმი ჩვენს
საერთო ერთგულებას, - წერს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ
X-ში.მთავრობის მეთაური
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ
ვიქტორ ორბანთან გამართულ
შეხვედრას ეხმაურება და
აღნიშნავს, რომ მხარეებმა
ორი ქვეყნის მზარდი
თანამშრომლობა
განიხილეს.„ძალიან კარგი
შეხვედრა მქონდა უნგრეთის
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ
ორბანთან. განვიხილეთ
საქართველო-უნგრეთს შორის
მზარდი პარტნიორობა.ჩვენ
ძალიან ვაფასებთ უნგრეთის
მხარდაჭერას საქართველოს
ევროპული ინტეგრაციისადმი
და რეგიონული მშვიდობისა
და სტაბილურობისადმი
ჩვენს საერთო ერთგულებას”,
- აღნიშნავს ირაკლი
კობახიძე.