საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ისრაელის
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, ჰადას
მეიცადს შეხვდა, რომელიც
საქართველოში დიპლომატიურ
მისიას
ასრულებს.პრემიერ-მინისტრის
პრესსამსახურის ცნობით,
გამოსამშვიდობებელ
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ
გაესვა ხაზი საქართველოსა
და ისრაელს შორის არსებულ
მრავალსაუკუნოვან
ურთიერთობებსა და
განსაკუთრებულ
მეგობრობას.„პრემიერ-მინისტრმა
ელჩს ორმხრივი
ურთიერთობების კიდევ უფრო
განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის მადლობა
გადაუხადა და სამომავლო
საქმიანობაში წარმატებები
უსურვა“, – აღნიშნულია
პრემიერ-მინისტრის
პრესსამსახურის მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.მათივე
ცნობით, შეხვედრისას ასევე
ყურადღება დაეთმო ახლო
აღმოსავლეთში ბოლო
პერიოდში განვითარებულ
მოვლენებს და ხაზი გაესვა
დიპლომატიური ძალისხმევის
მნიშვნელობას ხანგრძლივი
მშვიდობისა და
სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად.