ბაკურიანში ველოდებით
ზამთრის ახალგაზრდულ
ოლიმპიურ ფესტივალს, ამ
მნიშვნელოვან ტურნირს და
ეს არის მორიგი წინ
გადადგმული ნაბიჯი ჩვენი
ქვეყნის განვითარების
მიმართულებით, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ბაკურიანში
ბიატლონის ახალი ტრასის
გახსნის ღონისძიებაზე
სიტყვით
გამოსვლისას.როგორც
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,
ახალი ინფრასტრუქტურა
გააჩენს საშუალებას, რაც
შეიძლება სწრაფად
განვითარდეს ზამთრის
სპორტის სახეობები და
ქართველმა სპორტსმენებმა
ამ სფეროში მეტ წარმატებას
მიაღწიონ.„დღეს დილით
დავათვალიერეთ ახალი
ყინულის სასახლე, რომელიც
აშენდა თბილისში, ასევე
ბათუმში აშენდა ახალი
ყინულის სასახლე.
ბიატლონის ახალი ტრასა
ბაკურიანში, სხვა
სახეობებთან ერთად,
ახალგაზრდულ ფესტივალს
უმასპინძლებს. ჩვენ
ველოდებით ამ
მნიშვნელოვან ტურნირს
ჩვენს ქვეყანაში და ეს არის
მორიგი წინგადადგმული
ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის
განვითარების
მიმართულებით. ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენს
ქვეყანაში ზამთრის
სპორტის სახეობების
განვითარება. ზამთრის
სპორტი ცოტა ჩამორჩება
ზაფხულის ოლიმპიურ
სახეობებს. ახალი
ინფრასტრუქტურა მოგვცემს
საშუალებას, რაც შეიძლება
სწრაფად განვავითაროთ
ზამთრის სახეობები და
მივაღწიოთ უფრო მეტ
წარმატებას ამ სფეროში
მომავალში. ასევე, ეს ახალი
ინფრასტრუქტურა
მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ ჩვენ
მომავალში შევძლოთ
მრავალი სხვა ტურნირის
მასპინძლობა ჩვენს
ქვეყანაში. დღეს
მოვისმინეთ ანგარიში
განხორციელებულ
სამუშაოებთან
დაკავშირებით და
ყველაფერი მომზადებულია
უმაღლეს დონეზე“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი
კობახიძემ მადლობა
გადაუხადა ოლიმპიურ
კომიტეტს, ლერი ხაბელოვს,
მამუკა ხაბარელს,
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
მინისტრ ირაკლი
ქარსელაძეს და ყველა
ადამიანს, ვინც ჩართული იყო
სამუშაოების
შესრულებაში.„ყველაფერი
შესრულდა უმაღლეს დონეზე. 9
თებერვალს გავხსნით
ოლიმპიურ ფესტივალს და
წარმატებას ვუსურვებთ
ყველა სპორტსმენს,
განსაკუთრებით ჩვენს
ქართველ სპორტსმენებს“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.