გაეროს გენერალური
ასამბლეის 79-ე სესიის
ფარგლებში მქონდა ევროპის
საბჭოს გენერალურ
მდივანთან ალან ბერსესთან
შეხვედრის შესაძლებლობა, -
წერს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ
X-ში.მთავრობის მეთაური
ევროპის საბჭოს მადლობას
უხდის საქართველოში
რეფორმების პროცესისა და
ევროკავშირში ქვეყნის
ინტეგრაციის
მხარდაჭერისთვის.„ვისაუბრეთ
სხვადასხვა სფეროში
თანამშრომლობის
გაფართოებაზე, ასევე
ერთობლივ ძალისხმევაზე,
რომელიც აუცილებელია
მნიშვნელოვან რეგიონულ და
გლობალურ გამოწვევებთან
გასამკლავებლად”, -
აცხადებს პრემიერი.