დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის
კანდიდატურა გაგზავნილია
აშში, იმედი გვაქვს, მალე
მივიღებთ დასტურს და ამის
შემდეგ გახდება ცნობილი
მისი ვინაობა, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემაში -
„ღამის კურიერი“
განაცხადა.მისივე თქმით,
აღნიშნულ პროცედურას,
სტანდარტულად, სჭირდება
ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე
პერიოდი.„აშშ-ში ჩვენი
ელჩის კანდიდატურა
გაგზავნილია, დაახლოებით, 2
კვირაა. ოფიციალური
დოკუმენტები არსებობს
ამასთან დაკავშირებით.
პროცედურას, სტანდარტულად,
სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2
თვემდე პერიოდი. ვნახოთ,
იმედი გვაქვს, რომ არ
გაიწელება ეს პროცესი და
მალე მივიღებთ დასტურს, რის
შემდეგაც გახდება ცნობილი
ჩვენი ელჩის ვინაობაც,“-
აღნიშნა ირაკლი
კობახიძემ.