როცა იღებ დაფინანსებას
არჩევნების საფუძველზე,
ამით აღიარებ არჩევნების
ლეგიტიმურობას, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემა ,,იმედი
LIVE"-ში.მთავრობის მეთაურის
თქმით, ბარიერგადალახული 4
პარტიიდან 3-მა აღიარა
არჩევნების
შედეგები.„ბარიერგადალახული
4 პარტიიდან 3-მა აღიარა
არჩევნების შედეგები დღეს,
გვარამიას პარტიის გარდა
სამივემ და გარდა ამისა,
ვინც ვერ გადალახა ბარიერი,
დამატებით 2-მა პარტიამ,
ვისაც ეკუთვნოდა
დაფინანსება, ასევე აღიარა
არჩევნების შედეგები. როცა
იღებ დაფინანსებას
არჩევნების საფუძველზე,
ამით აღიარებ არჩევნების
ლეგიტიმურობას", -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.„ნაციონალურმა
მოძრაობამ“, „ლელომ“ და
გახარიას პარტიამ
არჩევნებზე მიღებული
ხმები ფაქტობრივად
აღიარეს. საპარლამენტო
არჩევნების შედეგების
საფუძველზე დაფინანსებას 6
პოლიტიკური გაერთიანება
მიიღებს, მათ შორის 5
ოპოზიციური პარტიაა.