ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩზე: მას არ აქვს საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას

Primetime.ge 2 კვირის წინ 22
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩზე: მას არ აქვს საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას
სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.პრემიერის თქმით, როგორც კი შეიცვლება ინტერესები, ამის შემდეგ ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე.„პიროვნულად მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის პრაგმატულ და რაციონალურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას.წლის ბოლომდე რა თქმა უნდა, იქნება წნეხი და ეს უკავშირდება კონკრეტულ ინტერესებს. როგორც კი შეიცვლება ინტერესები და ეს მოხდება მომავალი წლიდან, ამის შემდეგ უკვე ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია