ანტიკორუფციული ნაბიჯები,
ახალი ეკონომიკური
ინიციატივები, ეს
ყველაფერი უზრუნველყოფს
იმას, რომ კიდევ უფრო
დაჩქარდება ეკონომიკური
ზრდის ტემპი ჩვენს
ქვეყანაში, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემა
„იმედი LIVE-ში“.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, 2024 წელს
ეკონომიკური ზრდა გვქონდა
9,4%, გასული ოთხი წლის
განმავლობაში საშუალო
წლიური ზრდა იყო 9,4%, რითაც
საქართველო პირველ
ადგილზეა ფართო რეგიონში
და ევროპაში.„სიღარიბე
11,8%-დან შემცირდა 9,4%-მდე. ეს
ნიშნავს იმას, რომ მარტო
შარშან 90 ათასმა ადამიანმა
დააღწია თავი სიღარიბეს.
არის ძალიან შთამბეჭდავი
მაჩვენებელი. მარტო შარშან
საქართველოში შეიქმნა 68
ათასი სამუშაო ადგილი.
ვიღაცები ძალიან
ნერვიულობენ ამაზე,
ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა
პარამეტრებს აღარ
შევეხები და ცდილობენ,
წარმოაჩინონ ეს ყველაფერი,
როგორც სიყალბე, ათასი
უსაფუძვლო სპეკულაციური
განცხადება მოგისმენიათ
ამასთან დაკავშირებით.
სტატისტიკა არის ერთი,
მაგრამ მთავარი არის
ბიუჯეტი და გადასახადები.
მაგალითისთვის, 2020 წელს
ჩვენმა თანამოქალაქეებმა
საქართველოს ბიუჯეტში
საშემოსავლო გადასახადის
სახით შეიტანეს 3 მილიარდ 80
მილიონი ლარი, რაც შეეხება
2025 წლის გეგმას, ეს არის 8
მილიარდ 55 მილიონი. 6 თვის
მონაცემებით, ეს გეგმაც
გადაჭარბებით სრულდება,
ანუ მინიმუმ 8 მილიარდ 100
მილიონზე გავალთ წლის
ბოლოს საშემოსავლო
გადასახადის კუთხით. ეს
ნიშნავს იმას, რომ ამ
პერიოდის განმავლობაში
2,6-ჯერ გაიზარდა ჯამში ჩვენი
თანამოქალაქეების
შემოსავლები, შრომის
ანაზღაურება. მე ხომ არ
შემაქვს ეს დამატებითი 5
მილიარდი სახელმწიფო
ბიუჯეტში, ეს არის ჩვენი
თანამოქალაქეების
ერთობლიობა, რომლებსაც ან
გაეზარდათ ხელფასი, ან
დამატებით დასაქმდნენ.
მარტივად აისახება ეს
ყველაფერი. მარტო ბოლო სამი
წლის განმავლობაში 185 ათასი
სამუშაო ადგილი გაჩნდა
ჩვენს ქვეყანაში, მარტო
შარშან გაჩნდა 68 ათასი
ახალი სამუშაო ადგილი.
საშუალო ხელფასი გაიზარდა
2170 ლარამდე და შედეგი რა
არის, რომ ეს ადამიანები
გადასახადებს იხდიან.
გადასახადებს ხომ ვერ
გააყალბებ, ბიუჯეტი ხომ
ივსება? მოსახლეობის ფართო
ფენას მოიცავს ის
ეკონომიკური ზრდა, რომელიც
გვაქვს ქვეყანაში. ესეც არ
არის საკმარისი. მართალია,
სიღარიბე 2,4%-ით შემცირდა,
მაგრამ ჯერ კიდევ 9,4%-ია, რა
თქმა უნდა, ესეც ძალიან
დიდი მაჩვენებელია. 350 ათასი
მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში
ცხოვრობს სიღარიბის
ზღვარს მიღმა და ეს უნდა
განულდეს, ეს არის ჩვენი
ერთ-ერთ უმთავრესი
ეროვნული გამოწვევა და
შესაბამისად ამოცანა. ამ
მიმართულებით მივდივართ
სწრაფი ტემპით. მთავარია,
ეს ტემპი არ დავაგდოთ“, -
განაცხადა
პრემიერმა.მთავრობის
მეთაურის შეფასებით,
ანტიკორუფციული ნაბიჯები,
ახალი ეკონომიკური
ინიციატივები,
უზრუნველყოფს იმას, რომ
კიდევ უფრო დაჩქარდება
ეკონომიკური ზრდის ტემპი
ქვეყანაში იმასთან
შედარებით, რასაც ამბობს
სავალუტო
ფონდი.„საერთაშორისო
სავალუტო ფონდი აცხადებს,
რომ ჩვენ კვლავაც
შევინარჩუნებთ ზრდის
კუთხით პირველ ადგილს
ფართო რეგიონში და
ევროპაში შემდეგი 6 წლის
განმავლობაში და მათი
საშუალო პროგნოზი არის
წელიწადში 5,2%, თუმცა
ვფიქრობთ, რომ შემდეგი
წლების განმავლობაში ჩვენ,
როგორც ამას წინა წლებში
ვახერხებდით, შევძლებთ
სავალუტო ფონდის
პროგნოზის გადაჭარბებით
შესრულებას. ჩვენ თუ
მოვახერხებთ საშუალოდ 6,5%
ზრდის შენარჩუნებას,
სიღარიბე ძალიან სწრაფი
ტემპით შემცირდება და
განულდება საბოლოო ჯამში
ჩვენს ქვეყანაში. ტემპი
გვაქვს კარგი, მიმართულება
გვაქვს სწორი, მთავარია, ეს
ყველაფერი შევინარჩუნოთ“, -
აღნიშნა პრემიერმა.