2009 წელს ეგონათ, რომ 8
აგვისტოს დაიწყო ომი და 10
წლის მერე გაიგეს, რომ 7
აგვისტოს დაწყებულა? მათი
მიზანი არის ყველაფერში
საზოგადოების გახლეჩა, -
ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა
ჟურნალისტებს განუცხადა,
რომელიც აგვისტოს ომის
დაწყების თარიღს
შეეხებოდა.მთავრობის
მეთაურის თქმით, წლების
განმავლობაში ომის
დაწყების თარიღად
სააკაშვილის პარტია 8
აგვისტოს აღნიშნავდა და ეს
ყველაფერი აჩვენებს მათ
სამარცხვინო
სახეს.„ამოიღეთ კადრები 2009 -
2013 წლების, როდის
აღნიშნავდა ომის დაწყების
თარიღს სააკაშვილის
პარტია - ეს იყო 8 აგვისტოს
და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე,
რომ 8 აგვისტოს არა, 7
აგვისტოს დაწყებულა ომი? -
სამარცხვინოა. ეს
ყველაფერი აჩვენებს მათ
სამარცხვინო სახეს, რა უნდა
ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს
ეგონათ, რომ 8 აგვისტოს
დაიწყო ომი და 10 წლის მერე
გაიგეს, რომ 7 აგვისტოს
დაწყებულა? მათი მიზანი
არის ყველაფერში
საზოგადოების გახლეჩა,“-
განაცხადა
პრემიერმა.ჟურნალისტის
კითხვაზე, რომელიც
საქართველოში რუსეთის
ინტერესების გატარებას
შეეხებოდა, ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, რომ,
სწორედ, სააკაშვილი იყო
საქართველოში რუსეთის
ინტერესების
გამტარებელი.„ვინც
გაატარა რუსეთის
ინტერესები საქართველოში
2008 წელს - ეს იყო სააკაშვილის
პარტია და მიხეილ
სააკაშვილი. დაკვეთა
მიიღეს „დიფ სთეითისგან“,
მაგრამ ეს ომი დასრულდა
იმით, რომ რუსეთის
ფედერაციამ მოახდინა
საქართველოს ტერიტორიების
20 %-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ
მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ.
სააკაშვილის რეჟიმმა ხელი
მოაწერა ევროსაბჭოს
რეზოლუციას, სადაც
თვითონვე აღიარა, რომ თავად
დაიწყეს ომი,“- განაცხადა
მთავრობის მეთაურმა.