ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ბერსესგან ვისმენთ მზაობას დიალოგისთვის, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია ჩვენთვის. ღია ვართ დიალოგისთვის ყველა საკითხზე. ვხედავთ, რა რეაქცია აქვს ოპოზიციას

Primetime.ge 2 დღის წინ 11
ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ბერსესგან ვისმენთ მზაობას დიალოგისთვის, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია ჩვენთვის. ღია ვართ დიალოგისთვის ყველა საკითხზე. ვხედავთ, რა რეაქცია აქვს ოპოზიციას
ვფიქრობ, რომ ერთ - ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ-სთან და ჩვენს პარტნიორებთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესი ვიზიტთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ამ რანგის ფიგურის სტუმრობა საქართველოსთვის და ის გზავნილები, რომელიც მას ჰქონდა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართელი გუნდი ღიაა დიალოგისთვის და ამას ყოველთვის აფიქსირებდა.„ასეთი დონის, ასეთი მაღალი რანგის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ისტორიის ფიგურა, როდესაც ჩამოდის საქართველოში და პრაგმატულად და ობიექტურად უკვირდება და აგროვებს ინფორმაციას და უნდა, რომ გამოიტანოს რეალობა და ისაუბროს რეალური ფაქტებით და ობიექტურად, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითად შესაფასებელი.რაც შეეხება ვიზიტს, ამ ვიზიტის შეფასება ძალიან მარტივია. ვხედავთ, რა რეაქცია აქვს ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რაც შეეხება დიალოგს, პრაგმატულად, ობიექტურად ფაქტებზე დაყრდნობით ნებისმიერი საკითხის გავლას, ყოველთვის ამას ვამბობდით, განსაკუთრებით ბოლო თვეებში მოვუწოდებდით საზოგადოების წევრები იქნებოდნენ, პოლიტიკოსები თუ ა.შ. მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის ყველა საკითხზე.ხაზი გავისვათ, რომ კანონი იყო ნახსენები, სადაო კანონები, ინიცირების დღიდან, შემუშავების პროცესში, კომიტეტზე ჩვენ ვთხოვდით, რომ ევროპელი პარტნიორები იქნებოდნენ თუ შიდა ოპოზიციური სპექტრი, მობრძანდით მეგობრებო, სანამ უხეშ განცხადებებს გააკეთებთ ამა თუ იმ კანონთან მიმართებაში, იქნება გვითხრათ კანონში რა არის შესაბამისობაში ევროკავშირის გზაზე, რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს ევროპულ გზას. როდესაც ჩვენ ბატონი ბერსესგან ვისმენთ ასეთ დამოკიდებულებას და მზაობას დიალოგისთვის, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია ჩვენთვის და ვისთვისაც არ არის ეს მისასალმებელი, საზოგადოებამ კარგად ნახა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია