ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: საზოგადოებამ გუშინ მათ აჩვენა, თუ სად დგას ქართველი ერი. 26 ოქტომბერს ანახებს ამ ყველაფერს და დამერწმუნეთ, მათი ეს არეულობის მცდელობები, ჭიქაში ქარიშხალია

Primetime.ge 2 თვის წინ 50
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: საზოგადოებამ გუშინ მათ აჩვენა, თუ სად დგას ქართველი ერი. 26 ოქტომბერს ანახებს ამ ყველაფერს და დამერწმუნეთ, მათი ეს არეულობის მცდელობები, ჭიქაში ქარიშხალია
შინ და გარეთ გვიწევს საკუთარი პოზიციების დაცვა. შინ გვიწევს, რადგან რეალურად საქმე გვაქვს, უსამშობლოებთან და ქვეყნის მოღალატეებთან და გარეთ, რადგან საქმე გვაქვს კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებთან, რომლებიც ნიღაბჩამოხსნილები, უტიფრად, თავხედურად, განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში ღიად ერევიან სახელმწიფოებრივ საქმეებში, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.მისივე თქმით, აღნიშნული ძალები „უსამშობლოების“ჩარევით წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ცდილობენ, ამომრჩევლის აზრზე მოახდინონ ზემოქმედება. კირცხალია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ლობისტური ჯგუფების მიერ გაკეთებული მოწოდების შესახებ განცხადებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანოების ანგარიშებში მოხვდება. კირცხალიამ აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კი მაკკეინის ინსტიტუტიდან გამოგზავნილ სცენარს უნიჭოდ მიჰყვება და ქართველი ხალხი მათ თავის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.„მათ გუშინ აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ, თუ სად დგას ქართველი ერი. 26-ში ანახებს ამ ყველაფერს და დამერწმუნეთ. მათი ეს არეულობის მცდელობები, ჭიქაში ქარიშხალია. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნის შემდეგ, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში., ეს ასე გაგრძელდება. დამერწმუნეთ, ამათ და მათ პატრონებს, რომლებიც პირდაპირ სცენარებს აგზავნიან, მათი თითოეული ბინძური განზრახვა წყალში ჩაეყრებათ, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კირცხალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია