ირაკლი კირცხალია ნანა დიხამინჯიაზე: ვნახეთ ადეკვატურ პასუხზე, რეალობაზე და სიმართლეზე, როგორი ისტერიული სახე მიიღო

Primetime.ge 12 საათი წინ 8
ირაკლი კირცხალია ნანა დიხამინჯიაზე: ვნახეთ ადეკვატურ პასუხზე, რეალობაზე და სიმართლეზე, როგორი ისტერიული სახე მიიღო
ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც მინელებული იყო. ეს ქალბატონი გამოჩნდა ახლა თავისი ჩამწერით, იგივე ჩვეულებრივი ლიბერალი ფაშისტის სახით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას.„ყველამ კარგად ვნახეთ ის ვიდეო ხომ? ერთ ყველაზე მთავარ რაღაცას ეუბნება ბატონი მამუკა, რომ თქვენ ხართ იმ ბინძური ღირებულებების სადარაჯოზე, რასაც ეწინააღმდეგება ოჯახური ღირებულებების ის კონკრეტული ანტი-ლგბტ კანონი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი და რომელიც მიღებულია. ეს ადამიანი ამაზე უტიფრად უარს ამბობს, როდესაც არსებობს სოციალური ქსელი და როდესაც 21 საუკუნეში თავის ბექრაუნდს ძალიან, რომ უნდოდეს ვერავინ ვერ წაშლის. ეს ქალბატონი იყო ყველა იმ კოლექტიური ლიბერალი ფაშისტების სახე, იმ დაწერილი გაიდლაინების გამოსხივება, რომელიც აი ამ დესტრუქციული ჯგუფებიდან მოქმედებს და მან მიიღო პასუხი. ჩვენ ვნახეთ მისი გაცოფებული სახე“, - განაცხადა კირცხალიამ.მისი თქმით, სწორედ ამ გაცოფებულ სახეს გარკვეული მოწყვლადი, ჯანსაღი ახალგაზრდების ნაწილი შეჰყავს რუსთაველის გამზირზე.„ამას ვეუბნებით საზოგადოებას. ადეკვატურ პასუხზე, რეალობაზე და სიმართლეზე, რაც მამუკამ უპასუხა ყველაფერზე, როგორი ისტერიული სახე მიიღო და რა კლინიკასთან გვქონდა საქმე საზოგადოებამ განსაჯოს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია