ეს ის ხალხია, რომელმაც
სამშობლო რა არის არ იცის,
სიტყვა უსამშობლოს
სინონიმი, ხორციელი
განსახიერება არიან, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ ირაკლი
კირცხალიამ ვანო
ჩხიკვაძის მიერ
საქართველოსთვის უვიზო
მიმოსვლის შეჩერების
მოთხოვნაზე საუბრისას.„ეს
ის ვანო ჩხიკვაძეა, რომელიც
ქალბატონ საბანაძესთან
ერთად, თუ არ ვცდები,
ერთ-ერთი პიონერი იყო
ქვეყნის ღალატში
საერთაშორისო მასშტაბით.
თავიანთ პატრონებს
როდესაც ეახლნენ
ვაშინგტონში, რა იკადრეს და
რა ჰკადრეს თავიანთ თავს.
ღირსებაზე აგენტს როგორ
უნდა ესაუბრო. ესენი არიან
ეთნიკურად ქართველები,
რეალურად კი ქვეყნის
მოღალატეები“, - აღნიშნა
ირაკლი
კირცხალიამ.სამოქალაქო
საზოგადოების ფონდის
ევროინტეგრაციის
პროგრამის მენეჯერის
მორიგი შეტევა
საქართველოზე. ვანო
ჩხიკვაძე ბრიუსელს
ზომების მიღებას სთხოვს,
მათ შორის უვიზო მიმოსვლის
შეჩერებას. გამოქვეყნდა
სტატია, რომელიც სიცრუეზეა
აგებული.