გუშინდელი შეკრება იყო
რეალურად მშვიდობის,
ქართველების ზეიმის მარში,
- განაცხადა გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი
კირცხალიამ.მისივე თქმით,
ასიათასობით გულანთებული,
პატრიოტი ქართველი, ყველა
თაობის წარმომადგენელი
ერთად, არჩევნებამდე სამი
დღით ადრე შეიკრიბა
„ქართული ოცნების“
შემაჯამებელ
შეხვედრაზე.„რაც შეეხება
გუშინდელ შემაჯამებელ
შეხვედრას, წარმოუდგენლად
დამუხტულები ვართ იმ
ემოციით, რაც გუშინ მთელმა
საზოგადოებამ, მთელმა
ქვეყანამ და მთელმა
მსოფლიომ დაინახა ქალაქის
ცენტრში რუსთაველის
გამზირსა და თავისუფლების
მოედანზე.ასიათასობით
გულანთებული, პატრიოტი
ქართველი, ყველა თაობის
წარმომადგენელი ერთად,
არჩევნებამდე სამი დღით
ადრე შეიკრიბა „ქართული
ოცნების“ შემაჯამებელ
შეხვედრაზე და კიდევ
ერთხელ, მთელ ქვეყანას,
მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ
სად დგას ქართველი ხალხი.
დაანახა, რა ფასი აქვს
მშვიდობას გუშინდელი ამ
შეკრებით, იმ ასიათასობით
ადამიანით, რომელმაც
მოახერხა და გამოვიდა
გუშინ თბილისის ცენტრალურ
გამზირსა და თავისუფლების
მოედანზე. დაანახა თუ რა
ფასი აქვს ქვეყნის
პრაგმატულ, გონივრულ
განვითარებას. თუ რა ფასი
აქვს 12 წლიან განგრძობად
მშვიდობას, სტაბილურობას,
ეკონომიკურ ზრდას. იმ
ეკონომიკურ ზრდას, რომელიც
თითოეულ მათგანამდე
მივიდა და დარწმუნებული
ვართ, მომავალი წლების
განმავლობაში კიდევ უფრო
მყარად და კარგად აისახება
თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე,
თითოეულ ჩვენს
ქართველზე.გუშინდელი
შეკრება იყო რეალურად
მშვიდობის, ქართველების
ზეიმის მარში. მადლობა
თითოეულ მათგანს, ვინც
მოახერხა, გუშინ გამოვიდა
ამ შეკრებაზე და ხმამაღლა,
სიხარულით, სილაღით
დააფიქსირა საკუთარი
პოზიცია არჩევნებამდე, ამ
უმნიშვნელოვანეს,
რეალურად, რეფერენდუმად
გამოცხადებულ
არჩევნებამდე სამი დღით
ადრე“, - აღნიშნა ირაკლი
კირცხალიამ.