ლომჯარიას რა მიზანი
ჰქონდა ამ პარლამენტში
ყოფნის, ეს გახარიამ
განმარტა თავის აღიარებით
ჩვენებაში საგამოძიებო
კომისიაზე, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
ირაკლი კირცხალიამ, 2019 წლის
20 ივნისის ღამეს
პარლამენტში გიორგი
გახარიასთან ერთად ნინო
ლომჯარიას, მისი მოადგილის
გიორგი ბურჯანაძის და
გერმანიის ელჩის ყოფნაზე
საუბრისას.„ალბათ იყო იქ,
სადაც ეგულებოდა ის
ადამიანი, ოღონდ
ჯერ-ჯერობით
ხელისუფლებაში მყოფი
რომელიც კარგად დაგეგმილ
და გაწერილ დიდ სცენარს
ასრულებდა. რა თქმა უნდა ამ
აღმსრულებელთან ერთად
ერთ-ერთი დავალების
გამტარი ადამიანი
იმყოფებოდა ამ შენობაში
მის გვერდით“, - აღნიშნა
ირაკლი კირცხალიამ.2019 წლის 20
ივნისის ღამეს
პარლამენტში გიორგი
გახარიასთან ერთად
იმყოფებოდნენ, მაშინდელი
სახალხო დამცველი ნინო
ლომჯარია, მისი მოადგილე
გიორგი ბურჯანაძე და
გერმანიის ელჩი.
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე გახარიას
აღიარებინეს, რომ მასთან
ერთად იმყოფებოდა
ლომჯარია. პარლამენტში
ყოფნას ადასტურებს
ბურჯანაძეც. რა ნიშნით
იმყოფებოდნენ
საკანონმდებლო ორგანოში,
კითხვას ლომჯარია და
გერმანიის ელჩი ამ დრომდე
არ პასუხობენ.