ირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა

Primetime.ge 4 საათი წინ 3
ირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებაზე საუბრისას.მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს, როდესაც არ მივიდნენ საპარლამენტო გომისიაში და არ სცნეს მათი ლეგიტიმურობა.„მთელი ის ნეგატივი და გაშავება ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების ცოტა შენელებულია იმიტომ, რომ ვიღაცებს ეტყობა დაფინანსება ამოეწურათ და ცოტა შენელებულია, მაგრამ მაინც ისმის. რომელიღაცა ევრობიუროკრატი გამოგვეხმაურა და თქვა, ოპოზიციის ლიდერებს იჭერენო. აი, აბსურდი. რადიკალების თითოეულმა ლიდერმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როდესაც შენ, საპარლამენტო კომისიაში არ მოდიხარ, ლეგიტიმაციას არ ცნობ, კითხვებზე პასუხს არ იძლევი, მათ შორის მათ [ევრობიუროკრატების] ქვეყნებშიც უფრო მკაცრია სანქცია. ჩვენ ვუთხარით, რომ უნდა მობრძანდნენ და პასუხი გასცენ. მათ ეს არჩევანი გააკეთეს, არ მოვიდნენ და შესაბამისად, პასუხი უნდა გასცენ. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა.თან ვისგანაა ეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ გვახსოვს ლეპენი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დაიჭირეს. ასევე, გვახსოვს, როდესაც დანაშაული იყო ჩადენილი პრეზიდენტებიდან დაწყებული, რიგითი ევროპარლამენტარები ციხეში წასულან. რატომ არ უნდა დაიჭირო, როდესაც ისინი თავისივე არჩევანით არღვევენ კანონს?! კანონიც გვკარნახობს, რომ თუ არ გინდა, მობრძანდი სასამართლოში და ჩემი აზრით, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია