გახარიამ ბევრ საკითხზე
უნდა გასცეს კითხვებს
პასუხი, თუმცა თავისუფალი
და სამართლიანი
არჩევნების პირობებში და
არა ამ რეჟიმის
სასამართლოს პირობებში", -
ამის შესახებ პარტიის
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" პოლიტიკური
საბჭოს წევრმა, ანა
წითლიძემ გადაცემაში
"ღამის კურიერი" საუბრის
დროს განაცხადა.მისი თქმით,
ხშირად, გახარიას არა
მხოლოდ პოლიტიკური
მიმართულებით, არამედ
ადამიანური
თვალსაზრისითაც "ეშლება
ხოლმე", რადგან მისთვის
პოლიტიკური ამბიციები
უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ოპოზიციური
ერთობა."სალომე
ზურაბიშვილთან და გიორგი
გახარიასთან კი არა, ისეთი
ადამიანებთან ერთად
ვდგავარ ახლა ამ ბრძოლაში,
ვერ წარმომედგინა, მაგრამ
არ ვთვლი, რომ ახლა ამ
მიმართულებით პოლიტიკური
ჰიგიენის დრო არის. თუ
ვამბობთ, რომ ორი მხარე
არის - ან ხარ რუსი, ან ხარ
ქართველი და ქართველი
ებრძვი რუსს იმისთვის, რომ
ეს რეჟიმი ამ ქვეყანას
მოაშორე, მაშინ ამის, ამ
წუთს, დავიწყების
დროა.მაგრამ, სამწუხაროდ,
მათ შორის, გახარიას, აქ არ
არის მარტო
პოლიტიკოსობაზე და
პოლიტიკურ პოზიციებზე
საუბარი, აქ ადამიანობაზეც
არის საუბარი, ამ მხრივ,
ნამდვილად ეშლება
ხოლმე.გახარიას ჩორჩანას
საკითხზე არ უნდა
უყენებდნენ ბრალს იმიტომ,
რომ ეს სახელმწიფოებრივი
საკითხი იყო. სხვათა შორის,
"ქართული ოცნებისა" და
გახარიას პირობებში, 14
საგუშაგო დახურა
საოკუპაციო ხაზთან
სამეგრელოში, მათ შორის,
სადაც გიგა ოთხოზორია
მოკლეს.გახარიამ ბევრ
საკითხზე უნდა გასცეს
კითხვებს პასუხი, თუმცა
თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნების
პირობებში და არა ამ
რეჟიმის სასამართლოს
პირობებში. თუმცა
ვიღაცისთვის თავისი
პოლიტიკური ამბიციები
უფრო მნიშვნელოვანი იყო
მაშინ, ვიდრე ერთობა", -
განაცხადა ანი წითლიძემ.