საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის
სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით
ანუ 339.9 მილიონი ლარის
გადაჭარბებით
შეასრულა.სახელმწიფო
ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2
მილიარდ 579.1 მლნ ლარი
შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9
მლნ ლარით
მეტია. სამინისტრომ
ინფრასტრუქტურული
პროექტების განვითარებას
წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 255.8 მილიონი
ლარით მეტი ფინანსური
რესურსი მოახმარა, რაც,
სამინისტროს არსებობის
ისტორიაში, 9 თვის
შესრულების ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია. 2024
წლის 9 თვის გეგმებს
გადააჭარბეს სამინისტროს
მართვაში არსებულმა
უწყებებმაც და ქვეყნის
მასშტაბით,
ინფრასტრუქტურული
პროექტების განვითარებას
მოახმარეს: საავტომობილო
გზების დეპარტამენტმა - 1 558.4
მილიონი ლარი (გეგმის 121%),
სსიპ საქართველოს
მუნიციპალური
განვითარების ფონდმა - 584.8
მილიონი ლარი (გეგმის 105%),
შპს ,,საქართველოს
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანიამ“ – 393.5 მილიონი
ლარი (გეგმის 110%), შპს ,,მყარი
ნარჩენების მართვის
კომპანიამ“ – 35.9 მილიონი
ლარი (გეგმის 126 %).