საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის
საავტომობილო გზის კმ36-კმ64
(ვერონა-თელავი)
მონაკვეთზე, დასაშვებია
მხოლოდ მაღალი გამავლობის
(ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
აკრძალულია. საავტომობილო
გზის დანარჩენ მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.