
ანალიტიკური კომპანია Canalys-ის (Omdia ჯგუფის ნაწილი) ანგარიშის თანახმად, ინდოეთიდან აშშ-ში სმარტფონების მიწოდება მეორე კვარტალში 3.4-ჯერ გაიზარდა და ქვეყნის წილი აშშ-ში მოწყობილობების მთლიან მიწოდებაში 44%-ს მიაღწია, წინა წლის 13%-თან შედარებით.
ჩინური სმარტფონების წილი აშშ-ის ბაზარზე 2024 წლის მეორე კვარტალში არსებული 61%-დან 25%-მდე შემცირდა.
ვიეტნამმა აშშ-ის სმარტფონების ბაზარზე თავისი წილი 24%-დან 30%-მდე გაზარდა.
Canalys-ის მონაცემებით, აპრილ-ივნისში შეერთებულ შტატებში სმარტფონების გაყიდვების ჯამური მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა და 27.1 მილიონს მიაღწია.
ვრცლად interfax–ზე