ინდოეთი უმნიშვნელოვანესი
რეგიონული მოთამაშეა და
საქართველოსთვის
მნიშვნელოვანი პარტნიორი,
ჩვენს ქვეყნებს შორის
ძლიერი ორმხრივი
ურთიერთობებია, თუმცა
სხვადასხვა სფეროში
თანამშრომლობის
გასაღრმავებლად
მნიშვნელოვანი პოტენციალი
რჩება, – ამის შესახებ
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა ინდოეთში,
პანელურ დისკუსიაზე
„ინდოეთთან
თანამშრომლობა“
განაცხადა.მისი თქმით,
საქართველო და ინდოეთი
ძალიან მჭიდროდ მუშაობენ
განათლების სფეროში,
შესაძლებელია მუშაობა
სოფლის მეურნეობის
მიმართულებით და
ეკონომიკური კავშირების
გაღრმავება.„ინდოეთი
უმნიშვნელოვანესი
რეგიონული მოთამაშეა და
საქართველოსთვის
მნიშვნელოვანი პარტნიორი.
ჩვენს ქვეყნებს შორის არის
ძლიერი ორმხრივი
ურთიერთობები, თუმცა რჩება
მნიშვნელოვანი პოტენციალი
ჩვენი თანამშრომლობის
გასაღრმავებლად
სხვადასხვა სფეროში.
თანამშრომლობის სფეროები
მართლაც ფართოა. ჩვენ
ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ
განათლების სფეროში,
შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ
ვიმუშაოთ სოფლის
მეურნეობის მიმართულებით
და გავაღრმაოთ
ეკონომიკური კავშირები. ამ
დისკუსიის შემდეგ,
შეხვედრას გავმართავ
ინდოეთის საგარეო საქმეთა
მინისტრთან, სადაც
განვიხილავთ
თანამშრომლობის დამატებით
მიმართულებებს“, –
განაცხადა მაკა
ბოჭორიშვილმა.მისი თქმით,
ერთ-ერთი პრიორიტეტია
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმების
მოლაპარაკებების
დასრულება, რაც კიდევ უფრო
გააძლიერებს ეკონომიკურ
კავშირებს.„საქართველო
უკვე სარგებლობს 16
თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებით სხვადასხვა
პარტნიორებთან, მათ შორის
ევროკავშირთან, ჩინეთთან
და არაბთა გაერთიანებულ
საემიროებთან.
საქართველოს ეს უნიკალური
პოზიცია მატებს
ღირებულებას, სთავაზობს
შესაძლებლობებს რეგიონულ
და გლობალურ მოთამაშეებს
ჩაერთონ ჩვენ ქვეყანასთან
ურთიერთსასარგებლო
ეკონომიკურ
თანამშრომლობაში.
საქართველოში არაერთი
ინდური კომპანია
ფუნქციონირებს,
განსაკუთრებით
ენერგეტიკის სექტორში,
რომელიც უაღრესად
მიმზიდველი სფეროა
ინვესტიციებისთვის. მზად
ვართ, გავაკეთოთ მეტი ამ
ორმხრივი კავშირების
გასაძლიერებლად და ჩვენს
ორ ერს შორის კიდევ უფრო
მჭიდრო ურთიერთობის
ჩამოსაყალიბებლად“, –
განაცხადა მაკა
ბოჭორიშვილმა.