პროტესტის მე-13 დღე და
"ქართული ოცნების" ორი
საკანონმდებლო ინიციატივა
- თემაზე პოლიტიკური
დისკუსია გრძელდება.
სახელისუფლებო პარტია
გამოდის წინადადებით -
აიკრძალოს აქციაზე
დემონსტრანტების მიერ
სახის დამალვა, ასევე
დარეგულირდეს
პიროტექნიკის
გამოყენებაც.ოპოზიციისთვის
ეს არის მცდელობა,
შემცირდეს საპროტესტო
მუხტი, "ქართული ოცნება" კი
ინიციატივის მიზნად
ძალადობის პრევენციას
ასახელებს.პარტიის
"გახარია საქართველოსთვის"
წევრის, თეონა აქუბარდიას
განცხადებით, მმართველი
გუნდის მხრიდან იმაზე
აპელაცია, რომ დემოკრატიულ
ქვეყნებში ასეა და იმიტომ
იღებენ ამ კანონებს,
სიყალბეა."მაშინ, როდესაც
რეჟიმის სისუსტე და შიში
გამოვლენილია, ახლა ხდება
ყველა იმ უკანონო
ინიციატივის დაყენება,
რომელიც რეჟიმის
გამყარების მიზნით ხდება.
იმაზე აპელაცია, რომ
დემოკრატიულ ქვეყნებში
ასეა და ამიტომ ვაკეთებთ,
არის სიყალბე. დემოკრატიულ
ქვეყნებში 76 მედია
წარმომადგენელი არ არის
დაზარალებული, ხალხი არ
არის ნაცემი და ნული
გამოძიებული საქმე არ
არის", - განაცხადა თეონა
აქუბარდიამ.