"ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია არამარტო
ნომინირება ადამიანების,
არამედ მიზეზები და
არგუმენტები, რატომ
ვაყენებთ ამა თუ იმ
კანდიდატურას" - ამის
შესახებ პარტია ”ლელო -
ძლიერი საქართველოს"
საერთაშორისო მდივანი,
გრიგოლ გეგელია
საუბრობს.როგორც გრიგოლ
გეგელია ამბობს, მერობის
პოსტზე სხვადასხვა
კანდიდატურის განხილვა
გრძელდება. მისივე თქმით,
მნიშვნელოვანია
საზოგადოების აზრის
გათვალისწინება და
კონსულტაციები."ჩვენ
განვიხილავთ არაერთ ძლიერ
კანდიდატს. ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია
არამარტო ნომინირება
ადამიანების, არამედ
მიზეზები და არგუმენტები,
რატომ ვაყენებთ ამა თუ იმ
კანდიდატურას. ამ კუთხით,
რა თქმა უნდა,
მნიშვნელოვანია
საზოგადოების აზრის
გათვალისწინება და
სხვადასხვა
კონსულტაციები, რაც ახლავს
ხოლმე ასეთი ტიპის პროცესს.
ვტესტავთ ბევრ კანდიდატს,
ამაზე ძალიან ღიად
ვსაუბრობთ, ეს ჩვეულებრივი
პროცესია, არაფერი ახალი ან
გასაკვირი ვინმესთვის," -
ამბობს გრიგოლ გეგელია.