“ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს…” – მერაბ დვალიშვილი

News.ge 2 თვის წინ 14
“ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს…” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ამავე ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.
როგორც მერაბმა Souther Cross Combat-ის Youtube არხზე სტუმრობისას განაცხადა, ილიას ზედა დივიზიონში ასვლა სურს.
“ილია ჩემი უახლოესი მეგობარია, თოფურიას ზედა დივიზიონში ანაცვლება სურს და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. “ელ მატადორს” ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, ან ჩარლზ ოლივეირასთან ან დასტინ პორიესთან შეხვედრები უნდა ჩანიშნონ. ილიამ რაც არ უნდა გააკეთოს, მუდამ მის გვერდით ვიქნები”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს
ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სრულად წაიკითხეთ სტატია