

“ყველა პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენელი თუ მათი მხარდამჭერი, სპორტისა და განსაკუთრებით ფეხბურთის ,,ფანი” გახდა, ბოლო ხანებში.(არადა ბევრმა ეხლა გაიგო, რამდენი კაცი თამაშობს ფეხბურთს) მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია ფეხბურთზე, სადაც ჩანს თუ როგორ ,,უყვარდათ” ოკუპანტები თბილისში და როგორ ხვდებოდნენ ქართველები მათ!….ისე ასეთი ისტორიები მრავლადაა!….

გაგანია კომუნიზმის ,,მშენებლობის” დროა, 1984 წლის 21 მარტი!…მოსკოვში ყინვების და მინდვრის ცუდი მდგომარეობის გამო, უეფას თასის მეოთხედფინალი საქართველოში ჩატარდა, მოსკოვის ,, სპარტაკი,” თბილისში შეხვდა, ბრიუსელის ,,ანდერლეხტს!”….პირველი მატჩი ბელგიელებს 4-2 ჰქონდათ მოგებული. სტადიონი ისე შეივსო, ნემსი არ ჩავარდებოდა, ოფიციალურად 80 ათასი იყო მითითებული, თორემ მაყურებელი ბევრად მეტი იყო!….

ლეგენდარული ენცო შიფო, რომელიც ,,ანდერლეხტში” თამაშობდა, 18 წლის იყო, მისი კარიერა ის-ის იყო იწყებოდა და ბევრი ქომაგი არც იცნობდა მას, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს: ,,არ შეიძლება არ გავიხსენო, გასვლითი მატჩი მოსკოვის ,,სპარტაკთან,” სადაც ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არაფრით გავდა საბჭოთა კავშირს და უფრო მეტი, ზიზღით იყო განმსჭვალული რუსული ,,სპარტაკის” მიმართ…თამამად შემიძლია ვთქვა, ალბათ ,,ანდრლეხტისთვის” ასე ბრიუსელში არ უქომაგიათ!…თავი სიზმარში გვეგონა და არ გვჯეროდა რაც ხდებოდა, გადაჭედილი სტადიონი სკიფოსა და ვანდენბერგს სკანდირებდა, (ქართველი გულშემატკივარი, ჯერ კიდევ არ იცნობდა, ახალგაზრდა შიფოს და სკიფოს ეძახდა მას) მოსკოველთა ბურთთან შეხებას, ყოველთვის გამაყრუებელი სტვენა მოყვებოდა და როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მთელმა სტადიონმა სტვენა დაიწყო, რომ ხელი შეეშალათ გავრილოვისთვის და მანაც ვერ გაიტანა პენალტი!….ყველა ჩემი თანაგუნდელი გაოგნებული იყო, თავი ბრიუსელში გვეგონა და არა თბილისში, ისეთ პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობდით, როცა მატჩი დამთავრდა, სტადიონმა ოვაციები მოგვიწყო!…..
ეს
რუსეთი არ იყო და არც საბჭოთა კავშირი, ისინი ჩვენზე ,,ევროპულად” გამოიყურებოდნენ და ჩვენზე ათასმაგად სძულდათ რუსები! …..
ბელგიაში ჩასულმა მოვიძიე ინფორმაციები და გავიგე, რომ ქართველები სულ სხვა ხალხი იყო, სხვა ტრადიციებით, რომ ეს ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო და მათ ყველაფერი ეზიზღებოდათ რუსულ-საბჭოური!”…..

ამას წერს ლეგენდარული ენცო შიფო და ზოგიერთი ქართველი, კიდევ საქართველოსა და რუსეთის მეგობრობაზე აპელირებს და იმაზე, რომ რა კარგად ვიყავით საბჭოთა კავშირში!. …
ვიყავით კი არა ყველაფერი გვძულდა საბჭოურ-რუსული, გვეზიზღებოდა ოკუპანტები, რომლებიც ვერ გაძღნენ ჩვენი სისხლით და ნებისმიერ სიტუაციაში ვავლენდით მტრის სიძულვილს!…
ეს ყველაფერი რაც შიფომ მოყვა, ,,შუაგულ” კომუნიზმში ყოფნის დროს, 1984 წლის 21 მარტს მოხდა!…
ისე ცნობისთვის ის ,,ანდერლეხტი,” უეფას თასის ფინალში გავიდა, ორივე მატჩი ფრედ ითამაშა ,,ტოტენჰემთან” 1-1 და პენალტებით წააგო!…იმ ,,ანდერლეხტში” თამაშობდა, რუსებისთვის ავად სახსენებელი, ალექსანდრე ჩერნიატინსკი, რომელიც ,,ანტვერპენში” გადავიდა და მარტომ გააგდო მოსკოვის ,,სპარტაკი,” თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალიდან!….ფინალი ,,ანტვერპენმა,” უმაგრეს ,,პარმასთან” დათმო 1-3…

ჩვენი ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების მსგავსი, მედროვე ,,ნომრიანი აგენტები,” იმ დროსაც იყვნენ, რომლებიც შიშით შესცქეროდნენ აბობოქრებულ სტადიონს, რომელიც ვულკანს გავდა და არნახულ სიძულვილს ავლენდა, ყოველივე საბჭოურ-რუსულისადმი!….

ასე რომ ბრიუსელმა, ,,რუსებისა” და მათი ,,ქომაგების” დასანქცირება, ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო!…

რუსეთი იყო და არის, ქართველთა სისხლით გაუმაძღარი, ჩვენი მშობლების, და-ძმების, ნათესავების, მეზობელ-მეგობრების, თავებით მობურთალი, ,,სულთამხუთავებისა და ბოროტი სულების, ველური ურდო!”….
ვინც რუსეთში მეგობარს ხედავს, ყველა საქართველოს დაუძინებელი მტერია! …..

რუსეთი და ,,რუსული აზროვნება” საქართველოში, ერთი და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს! (დავამთავროთ!)” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი გელა თოდუა.