„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ - საპატრიარქო

Primetime.ge 2 თვის წინ 50
„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ - საპატრიარქო
ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია