იაშვილის კლინიკაში
ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღე
აღინიშნა. საქველმოქმედო
აქციის ფარგლებში,
ონკოლოგიური დაავადების
მქონე 64-მა ბავშვმა, 1 ივნისი
ანიმაციურ გმირებთან
ერთად იზეიმა და საჩუქრები
მიიღო.მე-6 წელია, იაშვილის
კლინიკის
ონკო-ჰემატოლოგიურ
განყოფილებაში ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღე
მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობის
კომპანიების ჩართულობით
მასშტაბურად
აღინიშნება.წელს,
კომპანიებისა და ფიზიკური
პირების დახმარებით
ბავშვებისთვის
შეგროვებულმა და
გახარჯულმა თანხამ 20350 ლარი
შეადგინა. წლევანდელი
ღონისძიების შექმნაში
ბავშვების დასახმარებლად
რამდენიმე კომპანიამ
მიიღო მონაწილეობა, მათ
შორის არიან - EMD Group, ბიბლუსი
ჯგუფი, Parkland, „პრაიმაქსი“, Mihome,
„გიგილო“, Toyz.ge.