ოთარ ჭულუხაძე: რეალურად, მოხდა ისე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენი ცნობიერება გამოიყვანა პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან

Primetime.ge 9 საათი წინ 3
ოთარ ჭულუხაძე: რეალურად, მოხდა ისე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენი ცნობიერება გამოიყვანა პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან
რეალურად, მოხდა ისე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენი ცნობიერება გამოიყვანა პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან, - განაცხადა ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“. მისი განმარტებით, ეს პოსტსაბჭოთა მდგომარეობა დასავლეთის ვასალურ ცნობიერებას ნიშნავს.„როდესაც ვამბობთ „დასავლეთს“ და „ევროპას“, ცხადია არ ვეხებით კულტურულ ნაწილს, იმიტომ რომ კულტურულად სწორედ იმ ევროპასთან, მის კულტურასთან გვაქვს სწორება. საუბარია იმ ევრობიუროკრატიაზე, რომელიც მოლდოვასა და უკრაინაზე ამბობს, რომ ჩვენზე წინ არიან, მაშინ როდესაც უკრაინაში ოპოზიციური არხები საერთოდ არ არსებობს, მოლდოვაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება პრეზიდენტობის კანდიდატებთან. ერთი მხრივ, ეს გვაღიზიანებს - ქართველებს არ გვიყვარს, როცა უსამართლოდ გვექცევიან, ამიტომაც იყო ემოციური ტალღები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ზუსტად იგივე ხდება ახლა. მინდა ვუსურვო მოლდოველ და უკრაინელ ხალხს, რომ ისინიც გამოვიდნენ ამ პოსტსაბჭოთა ცნობიერებიდან“, - მიიჩნევს ჭულუხაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია