საქართველოს ეკონომიკაც
დიდწილად ინვესტიციებით
იზრდება. საკუთარ
ეკონომიკაში ინვესტირება
და შიდა მოხმარების ზრდა და
არაიმდენად გარედან
პირდაპირი ინვესტიციები
გახლავთ საქართველოში
ეკონომიკური ზრდის
განმაპირობებელი. სწორედ
ამას აჩვენებს მონაცემები,
- განაცხადა ლაშა
კასრაძესთან ინტერვიუში
დიპლომატმა, გლობალური
კრიზისების მართვის
ექსპერტმა იან პრაუდიმ. მან
უპასუხა წამყვანის
შეკითხვას - მონეტარული
ფონდის, მსოფლიო ბანკის
მონაცემების მიხედვით,
მკაფიოდ ჩანს ქართული
ეკონომიკური ზრდა. რისი
დამსახურებაა აღნიშნული?
ლაშა კასრაძემ ამ
კონტექსტში მოკლედ
მიმოიხილა წინა
ხელისუფლების პირობებში
მიმდინარე ეკონომიკური
პროცესები.„საქართველოს
ეკონომიკის წარდგენა
ხდებოდა ყოველთვის.
ვიტყოდი, სახეზეა, რომ
საკმაოდ დიდი დოზით მოხდა
ნეოლიბერალური
ეკონომიკური ფილოსოფიის
ექსპორტი საქართველოში,
განსაკუთრებით 2003-2012 წლებში
როდესაც საქართველოს წინა
ხელისუფლებამ ღიად
გამოაცხადა, რომ
თავმოყვარეობის გარდა
ყველაფერი იყიდებოდა,
გასხვისდა სტრატეგიული
მნიშვნელობის საკუთრება,
სხვათა შორის რუსეთზე. ეს
ირონიულია, ეს ყველაფერი
ნეოლიბერალური
ეკონომიკური პრინციპების
სახელით განხორციელდა.
რადიკალური პრივატიზაცია,
საბაზრო მარკეტის
გაღმერთება, მიუხედავად
იმისა, რომ ეს საქართველოს
ბევრი მოქალაქისთვის
ძალიან უცხო ხილი იყო, ეს
პოლიტიკა მაინც გატარდა.
საქართველოს ეკონომიკური
არსი, გნებავთ მისი ისტორია
ეკონომიკური თვალსაზრისით
გახლდათ წარმატების
ისტორია, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ ევროპასთან
ურთიერთობების
გაღრმავების მიუხედავად
როგორც თქვენ შენიშნეთ,
დიდი არაფრისმომტანი
აღმოჩნდა. ეს აქამდეც
მითქვამს, საქართველო ჯერ
კიდევ შორს არის
ინდუსტრიალიზაციისგან,
თანამედროვე დასავლური
სტილის ეკონომიკის
ფლობისგან საქართველო
კიდევ შორს არის. თქვენ
უთითებთ საკმაოდ
საინტერესო სტატისტიკას,
მსოფლიო მონეტარული
ფონდის, მსოფლიო ბანკის
მონაცემებს სადაც მკაფიოდ
ჩანს ქართული ეკონომიკური
ზრდა. რას მიაწერთ ამას? ეს
შიდა, რეგიონული წყაროებია
რომელიც საქართველომ
მოიძია თუ ეს გარედან,
დასავლეთიდან მოდის?“, -
მიმართა კასრაძემ იან
პრაუდს, რაზეც დიპლომატმა
ასე უპასუხა:„ეკონომიკას
ბევრი სხვადასხვა კუთხით
შეიძლება მიუდგე, ვაჭრობა
ერთ-ერთია. საქართველოს
ვაჭრობა ევროკავშირთან კი
შემცირებულია. ღრმა და
ყოვლისმომცველი ვაჭრობის
შესახებ ხელშეკრულების
ვაჭრობა ევროპასთან
შემცირებულია. შევხედოთ
სხვა სახელმწიფოებს,
ჩინეთს, ჩინური ეკონომიკა
იზრდება მათ შორის
ინვესტიციების ხარჯზეც. მე
არ ვამბობ, რომ საქართველო
ჩინეთია, მაგრამ
საქართველოს ეკონომიკაც
დიდწილად ინვესტიციებით
იზრდება, ნებისმიერი
სახელმწიფოს ზრდისთვის
ინვესტიცია გასაღებია.
შედეგად შენდება გზები,
ქალაქები, ინფრასტრუქტურა,
ხდება სავაჭრო ხაზების
ურთიერთკავშირის
გაუმჯობესება, დასაქმების
მიზნით ხალხი უფრო
თავისუფლად გადაადგილდება
და ა.შ. სწორედ ეს გახლავთ
საქართველოში ეკონომიკური
ზრდის მთავარი ღერძი. 2012
წლიდან საქართველოში
ინვესტიციებს თუ
შევხედავთ, ვნახავთ, რომ ის
წლიურად ეკონომიკის
დაახლოებით 27 პროცენტს
შეადგენს, ეს კი ბევრია,
ევროკავშირის
სტანდარტებით.
ევროკავშირმა
საქართველოსთან შედარებით
მხოლოდ 18 პროცენტის
ინვესტირება მოახდინა, ასე
რომ საქართველო, როგორც
ეკონომიკა გაცილებით მეტ
ინვესტიციას დებს საკუთარ
თავში ვიდრე ევროკავშირი.
სწორედ ეს გახლავთ ზრდის
მნიშვნელოვანი
განმაპირობებელი, შიდა
მოხმარების ზრდა ასევე
ხელს უწყობს საქართველოში
ეკონომიკის ზრდას,
საქართველოს მოქალაქეები
ფულს გამოიმუშავებენ,
ხარჯავენ, ეს
გადამუშავდება
ეკონომიკაში, ეს აცოცხლებს
წარმოებას, უზრუნველყოფს
ეკონომიკურ ზრდას, ასე რომ
საკუთარ ეკონომიკაში
ინვესტირება და შიდა
მოხმარების ზრდა და
არაიმდენად გარედან
პირდაპირი ინვესტიციები
გახლავთ საქართველოში
ეკონომიკური ზრდის
განმაპირობებელი. სწორედ
ამას აჩვენებს
მონაცემები“, - განაცხადა
იან პრაუდიმ.ცნობისთვის,
იან პრაუდი, გაერთიანებულ
სამეფოში მისი
უდიდებულესობის
დიპლომატიურ სამსახურში 1999
წლიდან 2023 წლის ჩათვლით
მსახურობდა. ის
ამჟამინდელი თაობის
დიპლომატთა შორის
ერთადერთია, ვინც ვლადიმირ
პუტინს პირისპირ შეხვდა 2013
წელს, რუსეთის ფედერაციის
პრეზიდენტის ბოლო
ვიზიტისას გაერთიანებულ
სამეფოში.იან პრაუდი დიდი
რვიანის სამიტის
ორგანიზატორი იყო, რომელიც
ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013
წელს გაიმართა. ის ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული
ექსპერტია კრიზისების
მართვის მიმართულებით და
ჩართული იყო ამ
თვალსაზრისით 2001 წლის 11
სექტემბრის, ბალიში 2002 წელს
მომხდარი ტერორისტული
თავდასხმების, 2004 წლის
ინდოეთის ცუნამის, არაბული
გაზაფხულისა და ფუკუშიმას
2011 წლის კატასტროფის
კრიზისის მართვის
საქმიანობაში.2014 წლის
ივლისიდან 2019 წლის
თებერვლის ჩათვლით იან
პრაუდი მუშაობდა რუსეთის
ფედერაციაში,
გაერთიანებული სამეფოს
დიპლომატიურ მისიაში და
მისი საქმიანობის
ძირითადი მიმართულება
ბრიტანელი
მინისტრებისთვის რჩევის
მიცემა იყო კრემლის
წინააღმდეგ სანქციებთან
დაკავშირებით. 2022 წელს
უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ, მან ასევე
ავტორიზაცია გაუწია
რუსეთის წინააღმდეგ დიდი
ბრიტანეთის მიერ
დაწესებული სანქციების
დიდ ნაწილს. მიუხედავად
ამისა მას მიაჩნია, რომ
დასავლეთის მიერ კრემლის
წინააღმდეგ გატარებული
სანქციების პოლიტიკა იყო
წარუმატებელი.მოსკოვში
ბრიტანულ საელჩოში
საქმიანობისას, მან
გადამწყვეტი როლი
შეასრულა 2018 წლის მარტში,
სალისბურიში,
გაერთიანებულ სამეფოში,
ქვეყნიდან რუს დიპლომატთა
გაძევებაში.იან პრაუდი იყო
„აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის
დიპლომატიური აკადემიის“
თავმჯდომარე და ასევე, ვიცე
- თავმჯდომარე „მოსკოვის
ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.