საუბარი იმაზე, რას
ფიქრობენ „ენჯეოები“
არჩევნებთან
დაკავშირებით,
შემოგდებული თემა მგონია,
რომ მოხდეს უფრო სერიოზული
თემების გადაფარვა,
რომელიც საზოგადოების
ყურადღების ცენტრშია, –
ამის შესახებ „გირჩის“
წევრმა, იაგო ხვიჩიამ
განაცხადა.მისი თქმით,
„ისფედმა“ თქვა, რომ
არჩევნების შედეგების
მათი მონაცემი
მეტ-ნაკლებად ემთხვევა
ცესკო-ს შედეგებს.„საუბარი
იმაზე, რას ფიქრობენ
„ენჯეოები“ არჩევნებთან
დაკავშირებით, 2020 წლიდან
სულ ამაზე მიდის საუბარი,
მგონია შემოგდებული თემა,
მედიასივრცეში რაღაც
უმნიშვნელო საკითხი
არსებობდეს, რომელიც
არავის აწუხებს და ამით
მოხდეს უფრო სერიოზული
თემების გადაფარვა,
რომელიც საზოგადოების
ყურადღების ცენტრშია.
ითქვა კიდეც, რომ დიდი
განსხვავება არ იყო და თუ
ვინმე გეტყვის, ემთხვევაო,
გამოქვეყნებული არ არის
შინაარსობრივად?! იმავეს
ხომ არ გამოაქვეყნებს
ვიღაც. მგონი, „ისფედმა“
თქვა, რომ მეტ-ნაკლებად
ემთხვევა ცესკო-ს
შედეგებსო. შესაბამისად,
რატომ არ გამოაქვეყნა, ამ
კითხვაზე ადრესატი არ ვარ.
იცით, რომ ჩვენი კრიტიკა
აქედანაც კი არ
გამომდინარეობდა, რომ
არჩევნები გაყალბდა. ჩვენი
კრიტიკა იყო იმ ფაქტთან
დაკავშირებით, რომ
ბიულეტენზე გაჟონა
მელანმა და ფარული
არჩევნები ღიად ჩავატარეთ.
ჩემი ამ არგუმენტის
გასამყარებლად არ
მჭირდებოდა „ენჯეოების“
შექმნილი რაღაც ფაქტები, თუ
„პივიპი“, – განაცხადა იაგო
ხვიჩიამ.მისი თქმით,
თავიდან მცდარი ტაქტიკა
იყო ისეთი რაღაცების
არგუმენტად დასახელება,
რისი დამტკიცებაც რთული
იყო და მერე „ქოცებს“
მიეცათ საშუალება
ემანიპულირათ რიცხვებით
და არგუმენტებით, რომელიც
ოპოზიციამ
დაასახელა.„ჩვენი
არგუმენტი ძალიან მოკლე და
ცხადი იყო – გაჟონა თუ არა
ბიულეტენმა. მთელმა
საქართველომ იცის, რომ
გაჟონა. ეს სრულიად
საკმარისია, რომ ჩაატარო
ახალი არჩევნები, თუ რამე
გინდა და არ შემოიტანო
დისკუსიაში, 300 000 ჩაყრილი
ბიულეტენი და ა.შ.“, –
განაცხადა იაგო
ხვიჩიამ.„ისფედში“
განაცხადეს, რომ
პროკურატურისგან მიიღეს
წერილი, რომლითაც სთხოვენ
საპარლამენტო არჩევნებზე
ხმების პარალელური
დათვლისა და მიღებული
დასკვნების ამსახველი
დოკუმენტაციის გაგზავნას.
„სამართლიანი არჩევნების“
განმარტებით, ორგანიზაცია
გააგზავნის შესაბამის
დოკუმენტაციას.