თურქეთის რესპუბლიკაში,
შვეიცარიის
კონფედერაციასა და
ლიხტენშტაინის
სამთავროში, კუბის
რესპუბლიკაში საქართველოს
ახალი ელჩები
დაინიშნენ.თურქეთის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად არჩილ
კალანდია დაინიშნა. იგი 2005
წლიდან მუშაობს საგარეო
საქმეთა სამინისტროში
სხვადასხვა
თანამდებობებზე. 2018-2023
წლებში არჩილ კალანდია
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
პოზიციას იკავებდა. არჩილ
კალანდიას მინიჭებული
აქვს საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანის
დიპლომატიური
რანგი.შვეიცარიის
კონფედერაციასა და
ლიხტენშტაინის სამთავროში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად შოთა
გეწაძე დაინიშნა. მას
სასამართლო სისტემაში
სხვადასხვა პოზიციებზე
მუშაობის დიდი
გამოცდილება აქვს.იგი
ასევე გახლავთ გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის (UNHCR) და
მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)
ექსპერტი ლტოლვილთა და
თავშესაფრის საკითხებში,
ევროპის საბჭოს ექსპერტი
საარჩევნო სამართალში. 2015
წლიდან დღემდე არის
ლტოლვილთა სასამართლოს
მოსამართლეთა
საერთაშორისო ასოციაციის
წევრი.კუბის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად
გრიგოლ ბარამიძე დაინიშნა.
მას სომხეთის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
თანამდებობა ეკავა,
მინიჭებული აქვს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
დიპლომატიური რანგი.