ემპირიულად დასტურდება
საარჩევნო კამპანიაში
გარედან მონაწილეობა.
ვხედავთ, რომ
გარკვეულწილად
შეხმიანებული არის
განცხადებები ქვეყნის
გარედან, შემდეგ მათი
ტირაჟირება ქართულ
მედიაში, შემდეგ მათი
კომენტირება
ოპოზიციისგან, ამის ჩართვა
საარჩევნო აგიტაციის
ნარატივში, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
პოლიტსაბჭოს წევრმა,
პარლამენტის თავმჯდომარემ
მმართველი პარტიის ოფისში
გამართულ ბრიფინგზე.შალვა
პაპუაშვილის განცხადებით,
ოპოზიცია იდეებისგანაც კი
დაცლილია, „მოქალაქეებთან
შეხვედრებიც კი არ აქვთ
ნორმალურად“ და მთელი მათი
კამპანია გარედან
„შემოგდებული თუ
მოწოდებული თემებით“ არის
წარმართული. მან მედიის
წარმომადგენლებს ასევე
გააცნო უცხოელი
პოლიტიკოსების ციტატები
საქართველოში არჩევნებთან
დაკავშირებით და
განაცხადა, რომ
აგვისტოსთან შედარებით,
სექტემბერში ასეთი
განცხადებების
ინტენსივობა
გაზრდილია.„ეს არ არის
მხოლოდ გემოვნების და
ესთეტიკის საკითხი. ეს არის
ქვეყნის სუვერენიტეტის და
საერთაშორისო სამართლის
საკითხი. სცემენ თუ არა
პატივს საერთაშორისო
სამართალს, გაეროს
წესდებას ჩვენი მეგობრები
უცხოეთიდან? და თუკი სცემენ
პატივს არა მარტო
სიტყვებით, არამედ
საქმითაც, მაშინ, რა თქმა
უნდა, მოქალაქეებს უნდა
მისცენ შესაძლებლობა
თავად ჩამოყალიბდნენ
საკუთარ არჩევანში და არ
მოახვიონ თავს ის არჩევანი,
რომელიც შეიძლება მათ
სურდეთ. ეს ციტატები
ჩვეულებრივი საარჩევნო
მოწოდებებია ქვეყნის
გარედან, რაც
ეწინააღმდეგება ჩვენს
საერთო დემოკრატიულ
ღირებულებებს“, - განაცხადა
პაპუაშვილმა.