„თუ ვინმეს არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე“ - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 6
„თუ ვინმეს არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე“ - რატი იონათამიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, ანაკლიის პორტის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს ამ საკითხზე საუბრის უფლება არ აქვს."თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე, ვინაიდან მან ჯერ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ შემდგარიყო, ხოლო შემდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა საქართველოს, მოითხოვა მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდა საქართველოს მხრიდან, საბოლოოდ, წააგო ეს საქმე და თვითონ მოუწია 650 000 დოლარის გადახდა. ჩვენ ვიცით ამ ადამიანის სტანდარტი რა არის ზოგადად და, შესაბამისად, არც მის სიტყვას, არც პოზიციას არანაირი ფასი არ აქვს. მას რომ რაიმე ნატამალი გააჩნდეს სინდისის, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ყოფნაზეც უარს იტყოდა," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია