ჩვენი მიზანია შეიქმნას,
რაც შეიძლება ეფექტიანი
საკანონმდებლო ჩარჩო,
რომელიც მოგვცემს იმის
შესაძლებლობას, რომ ეს
უცხოური დაფინანსება და
უზარმაზარი თანხები,
რომლებიც შეიძლება
მოედინებოდეს ამ
თვალსაზრისით, მათ შორის
საქართველოსკენ,
შესაბამის ფილტრში იყოს
გატარებული, რომ აქ არ
მოხდეს კიდევ ერთხელ
წახალისება სხვადასხვა
დესტრუქციული
პროცესებისა, ძალადობისა, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
თორნიკე ჭეიშვილმა
კანონში დაგეგმილ
ცვლილებაზე საუბრისას,
რომლის თანახმად, უცხოური
გრანტების მიღებაზე
მთავრობის თანხმობა
იქნება საჭირო.„მოდით,
მცირე ანალიზი გავაკეთოთ
ამ ინიციატივასთან
დაკავშირებით, რასთან
გვაქვს ჩვენ საქმე. ჩვენ,
ერთი მხრივ, ვხედავთ
საერთაშორისო დონეზე
აგორებულ სკანდალებს და
მთელ, ასე ვთქვათ,
კამპანიას მხილებისა,
გნებავთ აშშ-ში, გნებავთ
ევროკავშირში, დიდ
ბრიტანეთში და ა.შ., რომელიც
ადასტურებს იმას, რომ
წლების მანძილზე
მილიარდობით ამერიკული
დოლარი მიმართული იყო
იმისკენ, რომ მომხდარიყო
კონკრეტული იდეოლოგიების,
კონკრეტული პოლიტიკური
პროცესების ლობირება
სწორედაც, რომ
არასამთავრობო
ორგანიზაციათა ხელით, რაც
საბოლოო ჯამში მიზნად
ისახავდა სახელმწიფოთა
სუვერენიტეტის შერყევას,
ქვეყნის შიდა საქმეებში
ჩარევას, ხელისუფლებების
შეცვლას, თუკი ის
კონკრეტული ხელისუფლება
არ მოდიოდა უნისონში
შესაბამისი გლობალური
ჩრდილოვანი ძალების
დირექტივებთან და
დიქტატთან.ახლა ვხედავთ
იმას, რომ სახელმწიფო
იქცევა ძალიან მაღალი
პასუხისმგებლობით და
ამბობს იმას, რომ, როდესაც
საუბარი არის საგარეო
უცხოურ დახმარებაზე,
შესაბამის საგრანტო
პროგრამებზე და
ადგილობრივი
ორგანიზაციების
დაფინანსებაზე, ამან უნდა
გაიაროს ფილტრი, რომელიც
საჭიროა ისევ და ისე
იმისათვის, რომ მოხდეს
სახელმწიფოს
სუვერენიტეტის დაცვა და
გარკვეული მავნებლური
ჩარევების პრევენცია
ჩვენი ქვეყნის შიდა
საქმეებში“, - განაცხადა
ჭეიშვილმა.მისი თქმით,
ამაში არაფერი უცხო არ არის
და ეს არის ნებისმიერი
დამოუკიდებელი,
ჭეშმარიტად სუვერენული
სახელმწიფოს ერთ-ერთი
პოზიტიური ვალდებულება,
რომ დაიცვას საკუთარი თავი
და საკუთარი საზოგადოება
მავნე ზეგავლენებისაგან,
რაც შეიძლება
მომდინარეობდეს მათ შორის
საგარეო დახმარების
ერთგვარ შეფუთვაში.„ასე
რომ, ჩვენი მიზანია
შეიქმნას, რაც შეიძლება
ეფექტიანი საკანონმდებლო
ჩარჩო, რომელიც მოგვცემს
იმის შესაძლებლობას, რომ ეს
უცხოური დაფინანსება და
უზარმაზარი თანხები,
რომლებიც შეიძლება
მოედინებოდეს ამ
თვალსაზრისით, მათ შორის
საქართველოსკენ,
შესაბამის ფილტრში იყოს
გატარებული, რომ აქ არ
მოხდეს კიდევ ერთხელ
წახალისება სხვადასხვა
დესტრუქციული
პროცესებისა, ძალადობისა,
არ მოხდეს შეფუთვა
„მოლოტოვის კოქტეილების“
გამოყენების, რაღაც
სხვადასხვა
სენტიმენტალური ნარატივით
და ამის რომანტიზება. ეს
არის ამის მიზანი და მგონი
ჩვენი საზოგადოების
უმრავლესობა აბსოლუტურად
იზიარებს ამ
საკანონმდებლო ცვლილების
საჭიროებას და მის
სულისკვეთებას“, -
განაცხადა ჭეიშვილმა.