თორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებაზე შეიძლება გავიხსენოთ ერთი ქართული ანდაზა „ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო“

Primetime.ge 3 საათი წინ 4
თორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებაზე შეიძლება გავიხსენოთ ერთი ქართული ანდაზა „ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო“
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებაზე შეიძლება გავიხსენოთ ერთი ქართული ანდაზა „ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო“. საფრანგეთში დღეს თუ დაუკვირდებით ბოლო დროინდელ სოციოლოგიურ კვლევებს, ხელისუფლების რეიტინგი არის ძალიან დაბალი. შეიძლება ვთქვათ, რომ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მათ უდიდესი გამოწვევები აქვთ და ამ ფონზე ბატონი ჰადადის მხრიდან გადმორთვა საქართველოს შიდა საქმეებზე, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ბენჟამინ ჰადადის განცხადებაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.„ჩვენ გვექნება კეთილი რჩევა ნებისმიერი პოლიტიკოსისადმი, რომელიც ახლა ცდილობს, რომ საქართველოს შიდა საქმეების ანალიზით დაკავდეს, რომ უპირველესად საკუთარ სახელმწიფოებში შეეცადონ სიტუაციის იმგვარად დალაგებას, რომ როგორც მინიმუმ ლეგიტიმაციის დეფიციტის ნიშნები არ ჩანდეს.ის ხელმოცარული ძალები, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თუ მათთან დაკავშირებული ასევე რადიკალური NGO-ები ცდილობენ ახლა რომ გადაიტანონ საკუთარი ერთგვარი „აქტივები“, სწორედ ამ სახელმწიფოებში. ვიცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გადარეგისტრირდა მაგალითად ესტონეთში და ესეც ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, ვინაიდან ნიშნავს იმას, რომ იქ, სადაც ყველაზე უფრო მძლავრია „დიფ სთეითის“ გავლენები და ხელი, სწორედ იქ ნახულობენ ისინი ერთგვარ ნავსაყუდელს და გარკვეულწილად თავშესაფარსაც და უკვე იქიდან ცდილობენ რომ გააგრძელონ ის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმიანობა, რომელსაც ისინი წლების მანძილზე ეწეოდნენ და რომელშიც უკვე მხილებულები არიან იმდენად აშკარად, საზოგადოების უდიდეს ნაწილს დარწმუნებული ვარ აღარც აქვს კითხვის კითხვის ნიშანი იმასთან მიმართებით, თუ რა ქვენაგრძნობები შეიძლება ამოძრავებდეთ ამ პირებს, ამ ორგანიზაციების თუ პოლიტიკური რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით. თუმცა მათ არც ეს ცნება არ ეხამუშებათ და ერთგვარი პოლიტიკური ალერგიაც კი სჭირთ ამაზე, ვინაიდან უსამშობლო ადამიანებთან სამშობლოზე ლაპარაკი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია მათთვის“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა - საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა, საქართველოში ახალი არჩევნები იყოს.
სრულად წაიკითხეთ სტატია