საქართველო ახერხებს იმას,
რომ მას ჰქონდეს ძალიან
მაღალი ეკონომიკური ზრდა.
სწორედ ამაზეა საუბარი მათ
შორის წარმოდგენილ
მოხსენებაში, - განაცხადა
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თორნიკე
ჭეიშვილმა. მისი თქმით,
სამთავრობო პროგრამის
შესრულების შესახებ
მოხსენებაში ასევე
საუბარია დემოკრატიულ
განვითარებაზე, სოციალურ
პოლიტიკაზე, საგარეო
პოლიტიკასა და
თავდაცვაზე.„გარდა ამისა
ბუნებრივია დაფარულია
ისეთი საკითხები, რომელიც
უკავშირდება
ინფრასტრუქტურულ
პროექტებს, სოციალური
პროგრამების
მიმდინარეობას. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი აქცენტი
არის დასმული ისევ და ისევ
ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს
ეროვნულ ამოცანაზე, რასაც
ჰქვია ქვეყნის
გამთლიანება, დეოკუპაცია
და ბუნებრივია ამ
თვალსაზრისითაც კიდევ
ერთხელ არის გააზრებული ის
პოლიტიკური ნაბიჯები
საგარეო ფრონტზე, რომელიც
საქართველოს ხელისუფლებამ
გადადგა“, - აცხადებს
ჭეიშვილი.პარლამენტი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მოხსენებას სამთავრობო
პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ 27
ივნისს მოისმენს.