პრეზიდენტ ტრამპის მიერ
„დიფ სთეითთან“,
„გლობალური ომის
პარტიასთან“ გამკლავების
კონტექსტში ერთ-ერთი ტესტი
იქნება სწორედ ის, თუ როგორ
შეიცვლება საქართველოსთან
მიმართებაში რიტორიკა, -
განაცხადა „დღის
ქრონიკასთან“ იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თორნიკე
ჭეიშვილმა.„ძალიან
საინტერესო სტატუსი
გამოაქვეყნა დღეს
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა.
ვხედავთ საინტერესო
პროცესს, რომ მართლაც,
გლობალური ჩრდილოვანი
ძალები რომელზეც
საქართველოს ხელისუფლება
უკვე არაერთი წელია
დაუფარავად საუბრობს, ახლა
განიცდის ერთგვარ
რებრენდინგს. არათუ
გარკვეული
ორგანიზაციების,
კონკრეტული
სახელმწიფოების
მთავრობების სახელით
გვესაუბრებიან
საქართველოს
ხელისუფლებას, ქართველ
ხალხს. პრეზიდენტ ტრამპის
მიერ „დიფ სთეითთან“,
„გლობალური ომის
პარტიასთან“ გამკლავების
კონტექსტში ერთ-ერთი ტესტი
იქნება სწორედ ის, თუ როგორ
შეიცვლება საქართველოსთან
მიმართებაში
რიტორიკაჯერჯერობით,
სამწუხაროდ არავითარი
სერიოზული იმპულსი
საქართველომდე მოსული არ
არის, თუმცა იმის საფუძველს
არავითარ შემთხვევაში არ
გვაძლევს, რომ რაღაცნაირად
ცხვირი ჩამოვუშვათ. რაც
შეეხება ბალტიის ქვეყნებს,
აუცილებლად უნდა ვახსენოთ,
რომ ისინი არიან უაღრესად
მოწყვლადები სახელმწიფო
სუვერენიტეტის
თვალსაზრისით. ძალიან
ბევრი ფაქტი ნათელყოფს
იმას, რომ რეალურად ამ
სახელმწიფოებს
პრაქტიკულად სუვერენიტეტი
დაკარგული აქვთ და
იმყოფებიან მარიონეტის
ამპლუაში. შესაბამისად,
მათი მხრიდან გაკეთებული
განცხადებები, დიდი ეჭვი
მაქვს, რომ არ არის
გაკეთებული ეროვნული
ინტერესების
გადმოსახედიდან, არამედ ეს
არის ის გაწერილი ტექსტები
და სცენარები, რომელსაც
შესაბამისი ინსტრუქტორები
აძლევენ, რომლებსაც აქვთ
ფესვები ჩრდილოვან
გლობალურ ძალებთან - „დიფ
სთეითში“, - აღნიშნა
ჭეიშვილმა.