თორნიკე ჭეიშვილი: ახალგაზრდებისთვის ჩემი მოწოდება იქნებოდა, მიადევნონ თვალ-ყური საგამოძიებო კომისიის სხდომებს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ლაკმუსის ქაღალდია - გაარჩიოს ერთმანეთისგან თეთრი და შავი

Primetime.ge 1 კვირა წინ 19
თორნიკე ჭეიშვილი: ახალგაზრდებისთვის ჩემი მოწოდება იქნებოდა, მიადევნონ თვალ-ყური საგამოძიებო კომისიის სხდომებს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ლაკმუსის ქაღალდია - გაარჩიოს ერთმანეთისგან თეთრი და შავი
ახალგაზრდებისთვის ეს შესაძლებლობაა, რასაც პირადად არ მოსწრებიან, ან ასაკიდან გამომდინარე შესაძლოა, არ ახსოვდეთ, ახლა მაინც პირველწყაროდან მოისმინონ იმ ყველაფრის შესახებ, რასთანაც გვქონდა საქმე იმ მძიმე წლებში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრი ჩართული იყოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განხილული ფაქტების პროცესში, რათა აღნიშნულით მოახდინონ ყოფილი ხელისუფლების მიერ, 2003-2012 წლებში ჩადენილი ქმედებების სისტემური ანალიზი.„ახალგაზრდებისთვის ეს არის შესაძლებლობა, რასაც პირადად არ მოსწრებიან, ან ასაკიდან გამომდინარე შესაძლოა, არ ახსოვდეთ, ახლა მაინც პირველწყაროდან მოისმინონ იმ ყველაფრის შესახებ, რასთანაც გვქონდა საქმე ამ მძიმე წლებში და შესაბამისი ანალიზი გააკეთონ. ამ შემთხვევაში ჩემი მოწოდება იქნებოდა ის, რომ ძალიან აქტიურად ისინი დაინტერესდნენ და მიადევნონ თვალ-ყური დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს არის მართლაც ლაკმუსის ქაღალდი, რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან თეთრი და შავი; გაარჩიოს ერთმანეთისგან სიმართლე და ტყუილი; სამართალი და უსამართლობა. ამიტომ რა საკვირველია, ეს ფორმატი ძალიან სასარგებლოა ჩვენი საზოგადოების შედარებით ახალგაზრდა წევრებისთვის“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია