თორნიკე ჭეიშვილი: ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები

Primetime.ge 1 კვირა წინ 5
თორნიკე ჭეიშვილი: ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები
ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა 31 აგვისტოს შემდეგ მოლოდინებზე საუბრისას.მისივე თქმით, არ არის გამორიცხული თვითმმართველობის არჩევნებამდე ნებისმიერ თარიღზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ მორიგი მაშველი რგოლი გადმოაგდონ რადიკალების მისამართით.„იმისათვის, რომ საინფორმაციო ხმაური შეიქმნას, რადიკალური ჯგუფების წისქვილზე მოხდეს წყლის დასხმა შესაბამისი ევრობიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ სწორედაც 31 აგვისტო ან სხვა ნებისმიერ თარიღზე თვითმმართველობის არჩევნებამდე, შეთანხმდნენ, მოიფიქრონ იმისათვის, რომ მორიგი მაშველი რგოლი გადმოაგდონ რადიკალების მისამართით. ამასობაში ისმის კიდეც სხვადასხვა აბსურდული განცხადებები მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე, 13 სექტემბრის თემამაც გაიჟღერა, რომ ემზადებიან. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული სცენარი, რომლითაც ცდილობენ ისინი პროცესის მართვას. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მთავარი საყრდენი ადგილობრივი აგენტურის სახით აბსოლუტურად გაკოტრებულია პოლიტიკურად, ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის ის, რომ როგორღაც წყალი აამღვრიონ და ამ მღვრიე წყალში გაუადვილდეთ თევზის დაჭერა. ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები. ამას ვერ მოესწრებიან“,- განაცხადა ჭეიშვილმა.ჭეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართული საზოგადოება ინფორმაციულად უკვე მზად არის შესაბამისი პროცესებისთვის და მაშინ, როცა ძალიან კარგად ჩანს თეთრიც და შავიც, საზოგადოების უდიდეს ნაწილს უადვილდება შესაბამისი დასკვნების გაკეთება და პოზიციის გამოჩენაც.ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია