მომზადდა საკმაოდ ვრცელი
დოკუმენტი, როგორც
საქართველოს პარლამენტში
დამუშავდა ეს საკითხები,
ისე საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს
კოორდინაციით მოხდა ამ
ყველაფრის კომპილაცია და
უახლოეს დღეებში
ევროკომისიას ჩვენი
მხრიდან გადაეგზავნება.
ზოგადად მსგავსი
პროგრეს-ანგარიშები
შესაბამის რელევანტურ
საკითხებზე, ისედაც
იგზავნებოდა და ამაში
არაფერია გასაკვირი, -
განაცხადა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თორნიკე
ჭეიშვილმა.„31 აგვისტოს
თემა არის თითიდან
გამოწოვილი, ხელოვნურად
მოფიქრებული თარიღი და
ჩვენ სავსებით
სამართლიანად და სწორად
თავის დროზე ეს
დავუკავშირეთ იმას, რომ
უბრალოდ წინასაარჩევნოდ
ამით სურდათ გარკვეული
დუღილის ტემპერატურის
აწევა და პირდაპირ
პოლიტიკური შანტაჟი
საქართველოს ხელისუფლების
მისამართით, რომ მიეღო
იმგვარი
გადაწყვეტილებები, თუნდაც
გამჭვირვალობის
კანონმდებლობასთან
მიმართებით, ან ლგბტ
პროპაგანდის აკრძალვის
შესახებ
კანონმდებლობასთან
მიმართებით, რომელიც
იქნება საზოგადოების
ნებას აცდენილი, რასაც ვერ
ეღირსებიან, რადგან
ჩვენთვის არსებობს წითელი
ხაზები, შესაბამისი
სახელმწიფო ინტერესები,
საზოგადოებრივი დაკვეთა,
რომელსაც ჩვენ ბოლომდე
მივყვებით.იმისთვის, რომ
საინფორმაციო ხმაური
შეიქმნას, იმისთვის, რომ
რადიკალური ჯგუფების
წისქვილზე მოხდეს წყლის
დასხმა შესაბამისი
ევრობიუროკრატების
მხრიდან, არ არის
გამორიცხული, რომ 31 აგვისტო
ან სხვა ნებისმიერი თარიღი
2025 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებამდე იქნეს მათ
მიერ ხელოვნურად
მოფიქრებული და
შეთავაზებული, რომ მორიგი
მაშველი რგოლი იქნეს
გადმოსროლილი რადიკალური
ჯგუფების მისამართით. ეს
არის კონკრეტული სცენარი,
რომლითაც ცდილობენ
პროცესის მართვას“, -
აღნიშნა თორნიკე
ჭეიშვილმა.