2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებთან
დაკავშირებით, ვისაც
მართლა ჭეშმარიტება
აინტერესებს, მე მგონი
მისთვის დიდი ხანია ეს
ღრუბელი გაიფანტა და
არავითარი კითხვის
ნიშნები ამ არჩევნების
ლეგიტიმურობასთან
მიმართებით რა თქმა უნდა არ
არსებობს, - განაცხადა
„დღის ქრონიკასთან“
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თორნიკე
ჭეიშვილმა.მისი თქმით,
უზბეკეთში, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს
შალვა პაპუაშვილსა და
ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტს პია
კაუმას შორის შეხვედრამ
კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 2024
წლის არჩევნებთან
დაკავშირებით ეუთოს
კითხვები არ აქვს.თორნიკე
ჭეიშვილმა გაიხსენა ის
ბულინგი, რომელიც პია
კაუმას წინააღმდეგ
არჩევნების დასრულების
შემდეგ რადიკალების
მხრიდან მიმდინარეობდა,
რის გამოც ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტის საქართველოში
დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა.
ამას კი ოპოზიციის მხრიდან
სპეკულაციები მოჰყვა.„რაც
შეეხება კონკრეტულად
პარლამენტის თავმჯდომარის
შეხვედრას ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის
ხელმძღვანელთან პია
კაუმასთან, ჩვენ გვახსოვს,
მიმდინარე წლის იანვარი
იყო, როდესაც იგეგმებოდა
ვიზიტი, როგორი ბულინგის
კამპანია იქნა აგორებული,
როგორი წნეხის ქვეშ
აღმოჩნდა მაშინ პია კაუმა
და საბოლოო ჯამში ვნახეთ,
რომ ეს ვიზიტი არ შედგა.
თუნდაც დღევანდელი
შეხვედრა ადასტურებს იმას,
რომ საბოლოო ჯამში
სიმართლე თავის გზას
აუცილებლად იპოვის და ის
პოზიტიური ფონი, ის
პოზიტიური განცხადებები,
რაც ამ შეხვედრას მოჰყვა,
რა თქმა უნდა ჩვენ ამის
თქმის საფუძველს გვაძლევს.
კერძოდ, ეუთო რა თქმა უნდა
არავითარ საეჭვოს არ
ხედავს ამ არჩევნებთან
მიმართებით და არის
კონკრეტული დღის წესრიგი,
რომელიც უკვე არის
ორიენტირებული
მომავლისკენ, იმისკენ თუ
საბოლოო ჯამში როგორ
შეიძლება კიდევ უფრო მეტად
დაიხვეწოს მათ შორის
საარჩევნო კანონმდებლობა
თუ გარკვეული რეგულაციები,
რაც რა თქმა უნდა ისევ და
ისევ იქნება სამსახურში ამ
ქვეყნის დემოკრატიული
განვითარებისა“, -
განაცხადა თორნიკე
ჭეიშვილმა.