„თოვლჭყაპი, სეტყვა...ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება“ - აპრილის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით

Primetime.ge 1 თვე წინ 52
„თოვლჭყაპი, სეტყვა...ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება“ - აპრილის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,~ ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ „1 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი არის მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 2 აპრილს, დღის ბოლოდან, დასავლეთ საქართველოში დაიწყება წვიმა ელჭექით.3-ში, უმეტეს რაიონში იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი და ტემპერატურაც დაიკლებს, 12-17 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, 18 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა და იქროლებს ძლიერი ქარი. მომდევნო დღეებში, 4 აპრილიდან, ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია