თბილისში დღესაც თოვლია
მოსალოდნელი.ამინდის
განახლებულ პროგნოზზე
„პრაიმტაიმთან“გარემოს
ჰიდრომეტეოროლოგიური
პროგნოზების სამმართველოს
უფროსი, სვეტლანა ნიორაძე
საუბრობს."20-21 თებერვლიდან,
მთელი ქვეყნის მასშტაბით
ველოდებით ტემპერატურის
კლებას, მოსალოდნელია
ნალექი თოვლის სახით,
როგორც დასავლეთ, ისე
აღმოსავლეთ საქართველოში.
ზოგან მოსალოდნელია
თოვლ-ჭყაპის სახით.
საღამოს, უმეტეს ნაწილში
იქნება თოვლი, ზოგან
ძლიერი. დღის საათებში
ტემპერატურა +1 +6 გრადუსი
დაფიქსირდება.მთაში და
მაღალმთაში მოსალოდნელია,
ნისლი და ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზებზე
ლიპყინული და ცალკეულ
მონაკვეთებზე შეიზღუდება
ტრანსპორტის მოძრაობა.22-23
თებერვალს დასავლეთ
საქართველოში, შედარებით
გამოიდარებს, ნალექის
ინტენსივობა შემცირდება,
მაგრამ თოვლიანი ამინდი 24
თებერვლამდე
შენარჩუნდება“,- თქვა
„პრაიმტაიმთან“ სვეტლანა
ნიორაძემ